უკან

კომენტარი

22 მარტი, 2019 16:40
font-size

„ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო, თუმცა, ვფიქრობ, შემდგომში მეტი კომუნიკაციით აუცილებლად მივაღწევთ შედეგებს - ნათია თურნავა

„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად - არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა“ , - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ლენტეხში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„პროექტის დამუშავება ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ჩატარდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორთან, რომელმაც აიღო ძალიან ბევრი ვალდებულება - მაგალითად, სრულიად უარი თქვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა, ასევე ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება, ასევე დაწესდება მუდმივი მონიტორინგი“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა, დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება. „მიუხედავად ამისა, მზად ვართ, რახან კიდევ არის გარკვეული შეკითხვები, მათ ვუპასუხოთ. დღეს ლენტეხში ჩამოვედით არა იმისთვის, რომ დავაანონსოთ მშენებლობის დაწყება, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, საჯარო განხილვის რეჟიმში გვქონოდა კომუნიკაცია და გაგვეცა მათ კითხვებზე პასუხები. ამიტომ, სიმართლე რომ ვთქვა, არ მესმის, როცა გარკვეულ ჯგუფს არ აქვს დიალოგის სურვილი. მსურს, მათ მივმართო, რომ შემოვიდნენ კომუნიკაციაში, დასვან მწვავე შეკითხვები და მიიღონ პასუხები“, - აღნიშნა თურნავამ

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სავარაუდოდ, როდის და სად შეიძლება გაიმართოს მომავალი შეხვედრა, ნათია თურნავამ უპასუხა, რომ მთავრობა არ ერიდება დისკუსიას, მათ შორის, მწვავე კამათს, ამიტომ, მისი მოსაზრებით, შეხვედრა უნდა ჩატარდეს ადგილზე, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა, რომელმაც, ერთი მხრივ, უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად , იგრძნოს თავი იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცულია ეკოლოგიურად და არის სრულიად უსაფრთხოდ, ხოლო მეორე მხრივ, მიიღოს ის სიკეთე, რასაც მოიტანს ჰესის მშენებლობა - მათ შორის იგულისხმება როგორც ახალი სამუშაო ადგილები, ასევე ის სოციალური პროგრამები, რაზეც ვალდებულება აიღო ინვესტორმა.

„ამიტომ, ვფიქრობთ, რომ კვლავ ჩამოვალთ აქ და მეტი კომუნიკაციით, მეტი ახსნა-განმარტებით მივაღწევთ შედეგს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ნატო ჩხეიძე: ჩანს, რაღაც სერიოზული გამორჩა ოცნების მმართველს...

18 ივნისი, 2019 , 10:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო გადაყენებას ეხმაურება. „სერიიდან: ის, რაც

ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი - დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი

17 ივნისი, 2019 , 16:01

დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანული რაზმია. მისი თქმით, ვასაძის მიერ დაანონსებულ რაზმს შეუერთდა. „ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სი

გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი, 2019 , 15:35

„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ,“ - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა

სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი - დეკანოზი თამაზ ლომიძე

17 ივნისი, 2019 , 15:00

ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამ

არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან.- სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი, 2019 , 14:52

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავინ უნდა უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი - ზურაბ აბაშიძე

14 ივნისი, 2019 , 10:14

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო