უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 იანვარი, 2017 15:45
font-size

ხელისუფლება ამ გზით გამოიწვევს ხალხის ძალიან ძლიერ გაბრაზებას და გაზაფხულისთვის ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში - დავით თარხან-მოურავი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის " თავმჯდომარე, დავით თარხან-მოურავი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ლარიზაციის გეგმა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს.

როგორც მან ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ეთერში განაცხადა, ლარიზაცია საქართველოსნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება.

,,გასაგებია, რომ კურსის ზრდა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. საშუალო დღიური ვაჭრობა დაახლოებით 40 მილიონის ფარგლებშია, მაგრამ ეროვნულ ბანკს რეზერვების სახით აქვს დაახლოებით 2 მილიარდ 100 მილიონი დოლარი. ეს ნიშნავს, რომ კურსს ორ თვეზე მეტს ვერ შეაჩერებენ და ამიტომ, არ ცდილობენ შეჩერებას. ამ პირობებში ერთ-ერთი გამოსავალი არის ის, რომ თუ ადამიანებს დოლარში აქვთ სესხი, ის გახდეს ლარში და პროცენტების გადახდაც იყოს ლარში, მაგრამ ამას ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ პროცენტიც არ გაიზრდება.

ხელისუფლებას ყოველთვის ახასიათებს ნახევარი მოქმედებები, ნახევარს უკეთებს მეორე ნახევარს კი, არა. ეს ჩვეულებრივი პოპულიზმია, ვიღაცას ნაცარს აყრი თვალში. რატომ ეხება მარტო მათ, 2015 წლამდე ვინც აიღო დოლარში სესხი, 2016 წლამდე რატომ არა? თუ ჩვენ მართლა გვინდა ლარიზაცია, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს, მაშინ ყველასთვის უნდა მოხდეს შეცვლა ნებაყოფლობით თანხის მოცულობის მიუხედავად და ყველას გარანტია უნდა მისცე, რომ საბანკო პროცენტი მაღალი არ იქნება, მაგრამ ამ გარანტიას ხელისუფლება არ იძლევა. ასე რომ, ეს ნახევარი გზებია, რომელიც არაფერ შედეგს არ მოიტანს. საერთოდ რას ნიშნავს ლარიზაცია ჩვენისთანა ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის? მე საერთოდ სისულელედ მიმაჩნია ეს. საქართველოს არ აქვს ის ეკონომიკა, რომლითაც უზრუნველყოფს თავის ვალუტას’’, - აცხადებს დავით თარხან-მოურავი.

მისივე პროგნოზით, ლარიზაცია ვერ მოაგვარებს ეკონომიკურ პრობლემებს და უფრო მეტიც, კრიზისი გაღრმავდება.

,,ლარიზაცია კი არ უნდა მოხდეს, დაშვებულ უნდა იქნას დოლარიც, ლარიც და ევროც თავისუფალ ბრუნვაში და ნებადართული უნდა იყოს მაღაზიაში იქნება თუ ხელფასის გადახდაც კი, დოლარში, ლარში ევროში თანაბრად. ეს ნამდვილად დაასტაბილურებს სიტუაციას. ესენი საპირისპირო გზით მიდიან, რომელიც ცუდია.

ასევე, უნდა მოხდეს მკვეთრი შემცირება საბანკო პროცენტების. დოლარზე თუ ვანგარიშობთ, წლიური საბანკო პროცენტი 4-ს არ უნდა აღემატებოდეს, ლარის კი 8 %-ს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კი, დოლარში 8%-ს და ლარში 16 %-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ნაბიჯებია საჭირო. ეს ნამდვილად გამოიწვევს სტაბილიზაციას’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ დაიწყოს წვრილი და საშუალო მეწარმეობის წახალისება.

,,ისინი ფიქსირებულ გადასახადებს უნდა იხდიდნენ და მათ შემმოწმებლები არ ჰყავდეთ’’, - აღნიშნა თარხან-მოურავმა.

,,პატრიოტთა ალიანსის’’ თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ გაზაფხულზე ხალხმა საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყოს.

,,ამ ხელისუფლებას აქვს ერთი დიდი პრობლემა; აქ არის ხალხი, ძალიან ბევრი, რომელიც საბანკო სისტემიდანაა მოსული და ვერაფრით ვერ გაიგო, რომ სახელმწიფო არ არის ერთი დიდი უზარმაზარი ბანკი და სახელმწიფოს ეკონომიკა სხვა მრავალფენოვანი წესების საფუძველზე ფუნქციონირებს, ვიდრე ბანკი. იმის მცდელობა რომ ვითომ ეს ერთი დიდი ბანკია, არის მცდარი, არასწორი და სახელმწიფოსათვის დამღუპველი მცდელობა. ზუსტად ამას ვხედავ მე, ამას აკეთებს ეს ხელისუფლება. მას ჰგონია, რომ მის მიერ შემოთავაზებული მეთოდები რაღაცას იძლევა, ეს არაფერს არ იძლევა. ესენი ამ გზით გამოიწვევენ ძალიან ძლიერ გაბრაზებას ხალხის და როგორც წესი გაზაფხულისთვის ქართველი ხალხი გამოვა ქუჩაში. ამას ჯერ სოციალური აფეთქება მოჰყვება, რომელიც პოლიტიკურ დემონსტრაციებში გადაიზრდება. ეს სრულიად ბუნებრივია და ვეუბნები ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ თვითონ ვიდგებით სათავეში ამ დემონსტრაციების’’, - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ნინო ექვთიმიშვილი


ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი