უკან

საზოგადოება

16 ივნისი, 2021 12:58
font-size

ხელისუფლება არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას – GDI ლევან ვასაძის ჰომოფობიურ და მუქარის შემცველ განცხადებაზე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) პუტინისტი პოლიტიკოსის, ლევან ვასაძის ჰომოფობიურ და მუქარის შემცველ განცხადებას ეხმაურება.

2021 წლის 15 ივნისს ბიზნესმენმა და პარტიის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებლმა, ლევან ვასაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ აძლევს 10 დღიან ვადას 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარშის გასაუქმებლად და გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მისაღებად.

"...ვაძლევთ ხელისუფლებას 10 დღიან ვადას, გააუქმოს 25 ივნისამდე დაგეგმილი ე.წ. დაანონსებული პრაიდი, რათა არ მისცენ საბაბი ქვეყანაში ესკალაციის და დაპირისპირების პროცესების განვითარებას, რათა ყოველ წელს არ გვიწევდეს სირბილი ამ სისულეებზე...."- აღნიშნავს იგი.

"GDI გმობს ზემოაღნიშნულ განცხადებას, როგორც სიძულვილის წამახალისებელსა და ჰომოფობიურს. საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, რომლითაც სარგებლობა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის არადისკრიმინაციულად, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა თუ სხვა ნიშნისა. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ამ ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს უკვე წლებია არ ეძლევათ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების შესაძლებლობა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. ხელისუფლება სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს ლევან ვასაძის, სხვა სიძულვილის ჯგუფების და ზოგადად ჰომოფობიური და სიძულვილის წამახალისებელი განცხადებების/ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ და არ ახორციელებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტურ გამოძიებას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყოველწლიურად ჰომოფობიური დაჯგუფების ლიდერები და წევრები ღიად იმუქრებიან და აანონსებენ თავდასხმებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლებსა და მხარდამჭერებზე.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ღირსების მარშის გამართვამდე, მათ შორის დაიწყონ გამოძიება ყველა დანაშაულის შემცველი შემთხვევის მიმართ, ხოლო დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში უზრუნველყონ თითოეული აქტივისტის უსაფრთხოება.

GDI მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფო უწყებების მიერ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღმოუჩენს სამართლებრივ მხარდაჭერას კვირეულის ორგანიზატორებს." – ნათქვამია განცხადებაში.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი