უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 მაისი, 2019 15:10
font-size

ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში - ალექსანდრე ბარამიძე

„ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა პირველ ტურში და შიში აქვთ, რომ შესაძლებელია მათმა კანდიდატმა წააგოს ეს არჩევნები,“ - ამის შესახებ ბლოკ „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურისთვის პარტიის კანდიდატის, შალვა შავგულიძის ბანერები მერიის სამსახურის წარმომადგენლებმა ოთხ მისამართზე: მელიქიშვილის, ბარნოვის, ჭონქაძისა და ასათიანის ქუჩებზე ჩამოხსნეს.

„მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან უხეში დარღვევა კონსტიტუციით უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების და ასევე საარჩევნო კანონმდებლობის, რადგან არ არსებობს ნორმა,რომელიც პირდაპირ კრძალავს ამგვარი ბანერების განთავსებას ვინმეს ნებართვის გარეშე,ორგანული კანონის საარჩევნო კოდექსი,რომელიც არის ძირითადი ნორმატიული აქტი,რომელიც ამგვარ სააგიტაციო მასალების განთავსების წესს არეგულირებს,არ მიუთითებს,პირდაპირ არ კრძალავს ხეებსა და ხეებს შორის ან სვეტებსა და სვეტებს შორის დიდი ბანერების განთავსებას,აქედან გამომდინარე ეს იყო თვითნებური მოქმედება მუნიციპალური ხელისუფლების მხრიდან“, – აღნიშნავს ბარამიძე.

ამასთან, დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტულ ადგილებზე ბანერის მიკვრის უფლება არ ჰქონდათ.

„უკანონობას ჩვენ ვუპასუხებთ კანონიერებით, მათ არანაირი კანონიერი უფლება არ ქონდათ ბანერების გაკვრის და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ამას მოყვა რეაგირება. მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს გადაწყვეტილება. უკანონობა ქალაქში არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - სამადაშვილი

25 ივნისი, 2019 , 12:35

მათ მორალური უფლება არ აქვთ იმსჯელონ იმაზე, ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელს - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. „დღევანდელი სხდომის პირველი საკითხი უ

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

25 ივნისი, 2019 , 12:24

პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მამუკა მდინარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც ოპოზიცია 20 ივნისის მოვლენების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და ყოვლისმომცველი ხდება - ლევან იზორია

25 ივნისი, 2019 , 11:55

იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნეაპოლში, ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობაში შეხვედრებს მართავს. ქართულ დელეგაციას ნატოს გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაურმა, ე

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

25 ივნისი, 2019 , 00:11

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. „საქართველოს პარლამენტი

ივანიშვილმა ამ იძულებით დათმობას მოაყოლა ნაღმები, ავაფეთქებთ მისსავე ნაღმებზე - დავით ბერძენიშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:38

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება: „რესპუბლიკელთა პოზიცია ამ ე

ნულპროცენტიანი ბარიერით არჩევნების შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა ივანიშვილის მიერ თაღლითური გზებით თანამდებობის შენარჩუნების გზა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივნისი, 2019 , 17:00

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაიხანგრძლივოს და ნულოვანი ბარიერიც სწორედ ამას უკავშირდება. ირაკლი ოქრუაშვილი