უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 ოქტომბერი, 2019 14:15
font-size

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს - ნინო ბურჯანაძე

ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას განაგრძობს, - ასე აფასებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის სახელმწიფო დაცვის მოხსნას.

მისი თქმით, პრეზიდენტი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ის უმაღლესი თანამდებობები, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ერთი ერთში ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას". 2008 წელს, მიხელ სააკაშვილმა მე, ნინო ბურჯანაძეს, ორგზის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, სახელმწიფო დაცვა მომიხსნა. მაშინ, რა თქმა უნდა, ხმა არ ამომიღია ამ საკითხზე და არც არავის გამოუხატავს პროტესტი, მათ შორის არც გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარი იყო. მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ გაჩუმებას და მინდა უმწვავესად შევაფასო ხელისუფლების ეს უღირსი ქმედება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილმა დაცვის მოხსნით სადამსჯელო ღონისძიება გაატარა ნინო ბურჯანაძის მიმართ და ახლა მოქმედი ხელისუფლება იმავეს აკეთებს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ.

„დაცვის მოხსნის გარდა, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს ასევე უპირებენ პენსიის მოხსნას. ეს არის ნონსენსი, უსინდისო, გაუგონარი და უღირსი ქმედება. ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის დასჯას და ამავდროულად სახელმწიფო ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას განაგრძობს.

პირველ რიგში, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ის ფიგურები არიან, რომლებსაც უწევთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზოგიერთი მოქალაქისათვის შეიძლება არასასიამოვნო იყოს. ბევრი მაგალითი არსებობს, როდესაც სრულიად გაუწონასწორებელმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ამ თანამდებობის პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსამართლო და მისი უბედურების მიზეზი.

გარდა ამისა, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ფლობს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მათ უწევთ გარკვეული ქმედების განხორციელება. სწორედ ამიტომ, ისინი ექვემდებარებიან სახელმწიფო დაცვას. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ აქვს სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა, შესაძლოა ასეთი ინფორმაცია არც არსებობდეს, რადგან ჩვენი უმაღლესი თანამდებობის პირები ძირითადად სახელმწიფო გარიგებებით არიან დაკავებული. სწორედ ამიტომ არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და სწორედ ამიტომ ვიღებთ ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ინსტიტუტების შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან დაცლილი გადაწყვეტილება - გიორგი კვირიკაშვილი

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების&l

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება - თინა ხიდაშელი

14 ნოემბერი, 2019 , 16:40

როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა, იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება, თოფებით ომი არ მიგულისხმია, თუმცა ის არც ამაზე დაიხევს უკან, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხ

ვულოცავ საზოგადობას, რომ პარლამენტი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე - დიმიტრი ხუნდაძე

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაეშალა დესტრუქციული გეგმა, ვულოცავ საზოგადოებას და ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ ქვეყანა ივლის სტაბილურად, ეყოლება ძლიერი მთავრობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დეპუტატმა

“მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა”

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

მწვანეს დააჭირეთ ბატონო ბიძინა, თორემ ძალიან ცუდად წავა თქვენი საქმე, - ასე მიმართა მოძრაობა "სირცხვილია”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რითაც მას და ხელისუფლ

“თქვენ ამ პარლამენტში ხართ ბიძინა ივანიშვილის გოშიები`- სალომე სამადაშვილი უმრავლესობას

12 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდს მიმართა და "ქართულ ოცნება" "ბიძინა ივანიშვილის გოშიებად" მოიხსენია. "თქვენ და რუსეთი ხართ ერთი, ბიძინა ივანიშ

წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას - რომან გოცირიძე

11 ნოემბერი, 2019 , 15:50

"წყალტუბოს პროექტი ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ 20 -მდე სანატორიუმის მისაკუთრებას, მის დაკონსერვებას ზუსტად ისევე, როგორც 10 წელია უპატრონოდ აგდია "ლაგუნა ვერე" თბილისის ცენტრში, 15 წელი უპატრონოდაა უზარმაზარი ტერიტორ