უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 დეკემბერი, 2018 16:15
font-size

ხელისუფლება მუშაობს ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ - დავით ზალკალიანი

„ნატო-ში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მიმართ არ ყოფილა გაჟღერებული არცერთი კრიტიკული შენიშვნა და ამას ადასტურებს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიც”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

„გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე არ ყოფილა გაჟღერებული არცერთი კრიტიკული შენიშვნა ამას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე ნატო-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მინისტრის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო გათვალისწინებული იქნას.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია ეს ახალი არ არის, იმავე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა, საუბარია რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად , რა თქმა უნდა იყო ხარვეზები, ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას აქვს მყისიერი რეაგირება და პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა რომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება,“-დასძინა მინისტრმა.

,,წუხელ წერტილი დაესვა ყველანაირ იმედს, რომ ვინმეს სიკეთის მცირედი ნატამალი მაინც გააჩნია საპატრიარქოში”

16 თებერვალი, 2019 , 12:35

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე წინასწარი დიაგნოზით – ჰიპერტონული კრიზი, ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა, გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.  დეკანოზის ძმამ, თორნიკე

ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლები - მოსამართლეები მილიონრების დასახლებიდან (ვიდეო)

16 თებერვალი, 2019 , 11:54

„შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მიაგნო, საუბარია მილიონობით ლარის ქონებაზე, რომელიც ახლო ნათესავებზეა გაფორმებული. „შაბათის კურიერმა“ მოსამართლეების აგარაკებს და სახლებს მი

ივანიშვილს სურს, მხოლოდ თვითონ იყოს ინვესტორი ქვეყანაში, ამიტომ ხელოვნურად აჩერებენ ინვესტორებს - ფადი ასლი

15 თებერვალი, 2019 , 15:40

„ბოლო ორი წელია, მთავრობა საერთოდ არ არის დაინტერესებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადებით ქვეყანაში,“- ეს განცხადება, „კურიერთან“ საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ გააკე

თბილისის მერის გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი - გიგი უგულავა

15 თებერვალი, 2019 , 13:35

ეს მორიგი პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მას შეიძლება, ბევრი მაქებარიც ჰყავდეს, მაგრამ პოპულისტურია, რადგან დედაქალაქის გენერალური გეგმა ჯერ ვერ დაამტკიცეს. - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თბილისი

ეს არის პროცესი, რომელსაც წარმართავს პროკურატურა - გიორგი ქობულია “თიბისი ბანკის” საქმეზე

15 თებერვალი, 2019 , 13:35

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ საკითხში სამართალდამცავი უწყებები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევიან. „სამართალდამცა

K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა - გიორგი ტყემალაძე

15 თებერვალი, 2019 , 13:05

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის გადაჭარბების აკრძალვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქალაქის სწორ განვითარებას შეუწყობს ხელს. გიორგი ტყემალაძის შეფასებით, თბილისის