უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 მარტი, 2023 15:06
font-size

ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ დღეს 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ - ლევან ხაბეიშვილი

გუშინ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, ნათლად გამოჩნდა, რომ ადამიანების პროტესტი უკავშირდებოდა არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პროტესტს, არამედ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მხოლოდ ამის გამო იყო ადამიანების დიდი ჯგუფი გამოსული და აპროტესტებდა „რუსული ოცნების“ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ირაკლი კობახიძემ, გავრილოვის ჩამომყვანმა, ჩამომთრევმა, გუშინ კიდევ მეორედ მოაწყო გავრილოვის ღამე და აქამდე თუ გვყავდა ერთი გავრილოვი, ვგულისხმობ კობახიძეს, ახლა უკვე ხელმოწერილი 76 გავრილოვი ზის საქართველოს პარლამენტში, რომლებმაც ხელი მოაწერეს პუტინისტურ, რუსულ კანონს. თქვენ ასევე ნახეთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ამიტომ მე დღეს ვაკეთებ არა პოლიტიკურ, პარტიულ განცხადებას, არამედ მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, ისევე როგორც გუშინ, ჩვენი დასაცავია ჩვენი ევროპული მომავალი, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და დღეს უკვე ვნახეთ, რომ დაწყებულია პროპაგანდა რუსული. არ შეგაშინოთ არაფერმა, მათ შორის პოლიტიკური პარტიები გამოგვიყენეთ ბრძოლის ინსტრუმენტებად და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს. ეს ქვეყანა არის ქართველი ხალხის, ამიტომ დღეს 17:00 საათიდან დავიწყოთ შეკრება პარლამენტის წინ, სამოქალაქო სექტორი უკვე 15:00 საათიდან იწყებს აქტიურობას და შეკრებას. 17:00 საათიდან უკვე დავმობილიზდეთ ყველანი, შევიკრიბოთ პარლამენტთან."- ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილმა ისაუბრა მოთხოვნებზე, რომლებიც ქართველ ხალხს აქვს.

"ვაჟღერებ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აქვთ ხალხს. 2 მოთხოვნა არის. 1. რუსული კანონის გაწვევა უპირობოდ და სასწრაფოდ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი თუ გაიწვიეს ისინი რუსები აღარ არიან, მაგრამ ეს რუსული კანონი ჩვენ ევროპულ მომავალს აფერხებს.[...] 2. უპირობოდ ევროკავშირის სტატუსი. და თუ ამ ორ პირობას არ ასრულებს რუსული ოცნება, მეტიც, ყოველდღიურ რეჟიმში საწინააღმდეგო მოქმედებებს ატარებს, ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ასევე დაკავებულების გათავისუფლება სასწრაფოდ. ყველა ის ადამიანი, რომელიც არის დაკავებული არის პოლიტიკური პატიმარი."- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი