უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 იანვარი, 2017 18:45
font-size

ხელისუფლებას არავითარი უფლება არ აქვს გაზპრომთან ხელშეკრულება გაასაიდუმლოს და დაუმალოს მოქალაქეებს - ნინო ბურჯანაძე

ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების სახელით ხელს აწერს მთავრობა, უნდა იყოს საჯარო, - განუცხადა ჟურნალისტებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მთავრობამ არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე საერთაშორისო სამართალში აკრძალულია ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების ხელმოწერა.

ბურჯანაძის განცხადებით, ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულების გასაიდუმლოება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ აღნიშნული გარიგება ემსახურება კონკრეტული პირების პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, ხოლო სახელმწიფოს ინტერესები მეორეხარისხოვანია.

”განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე ცალკეული ხელშეკრულებები შეიძლება იყოს გასაიდუმლოებული, არის ტყუილი. როგორც ჩანს მთავრობამ არ იცის, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამედროვე საერთაშორისო სამართალში აკრძალულია ნებისმიერი საიდუმლო ხელშეკრულების ხელმოწერა. ხელშეკრულება, რომელიც არ არის საჯარო და არის გასაიდუმლოებული, რომელიც არის სამთავრობო და არა კერძო პირებს შორის დადებული, ითვლება ბათილად. ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებას არავითარი უფლება არ აქვს ხელშეკრულება გაასაიდუმლოს და დაუმალოს საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის უკანონობა. ხელშეკრულების გასაიდუმლოება ბუნებრივია აჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული გარიგება ემსახურება კონკრეტული პირების პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს, ხოლო სახელმწიფოს ინტერესები მეორეხარისხოვანია. აქედან გამომდინარე, ყველა გონიერი და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება უნდა გასაჯაროვდეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საკვანძო სიტყვები:

უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს და ყველას, ვინც დაინტერესებულია, წვლილი შეიტანოს „ნამახვანჰესის“ პროექტის გაუმჯობესებაში - ნათია თურნავა

12 აპრილი, 2021 , 17:15

ვფიქრობთ, უახლოეს დღეებში გავმართავთ ფართომასშტაბიან შეხვედრას, რომელზეც ვიწვევთ არასამთავრობო სექტორს, მეცნიერებს, ექსპერტებს, ყველას, ვინც დაინტერესებულია და თვლის, რომ დადებითი წვლილი შეუძლია შეიტანოს „ნამახვანჰ

მგონია ვიღაც არის დაინტერესებული ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს - კვირიკაშვილი მუხთარლიზე

9 აპრილი, 2021 , 14:15

თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს – ამის შესახებ განცხადება, ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირი

ნიკანორ მელიას პატიმრობა თავად ნიკანორ მელიას თვითმიზანია - ამირან გულუაშვილი

8 აპრილი, 2021 , 11:35

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკანორ მელიას პატიმრობა პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ნიკ

რეიტინგების ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია - დავით სერგეენკო

7 აპრილი, 2021 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განაცხადებით, რეიტინგის ერთადერთი უტყუარი განმსაზღვრელი არჩევნებია. „სოციალური გამოკითხვებით მიღებული რეიტინგები ჩემში კითხვებს აჩენდა ხოლმე, როცა წინა წლებში ამ რ

არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად – ლევან ბერძენიშვილი

5 აპრილი, 2021 , 16:00

“მე არ მეგონა, რომ საქართველოს მთავრობა გაბედავდა და დაიცავდა პოზნერს ქართველი ხალხისგან. ამას არ ველოდი ამ მთავრობისგანაც კი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხო არ არსებობს, არსებობს ერთი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუპ

ის მიზეზი, რაც იწვევდა `ნამახვანი ჰესის` უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას - ნათია თურნავა

4 აპრილი, 2021 , 17:25

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმ