უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 ნოემბერი, 2018 13:15
font-size

ხელისუფლებას ვაიძულებთ, რომ პასუხისგებაში მისცეს ჩვენი შვილების მკვლელები, ან სახლში წაბრძანდეს - ზაზა სარალიძე

შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ხვალ, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ.

„არანაირი გზით უკან დახევას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ მანამდე, ვიდრე სამართლიანობა აღდგენილი არ იქნება“, - აცხადებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

სარალიძის თქმით, ხვალინდელი აქციით შვილმოკლული მამები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, მათი შვილების მკვლელობაში დამნაშავე პირები დასაჯოს.

„ხვალ არის თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღე, მის პატივსაცემად ვმართავთ დიდ აქციას. ამასთან ერთად, ხელისუფლებას კიდევ შევახსენებთ, რომ იქ ვართ და ყურადღება მოგვაქციონ. სამართალი აუცილებლად აღდგენილი უნდა იყოს. ვნახოთ, რა ნაბიჯებს გადადგამენ. რაღაც საეჭვოა, ამ ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი გადადგას იქიდან გამომდინარე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაცია პირდაპირ ხელისუფლების მხრიდან მოხდა. ასევე, ჩემი შვილის მკვლელებსაც ხელისუფლება აფარებს ხელს.

ეს 3 თვე, რაც გარეთ ვარ გამოსული, არავისთან კონტაქტი არ მაქვს, არავინ არ გვეხმიანება, არავინ არაფერს არ გვეუბნება. ამათ ვაიძულებთ იმას, რომ პასუხისგებაში მისცენ ჩვენი შვილების მკვლელები, ან ვაიძულებთ, რომ სახლში წაბრძანდნენ.

2 დეკემბერს არის დათუჩას წლისთავი. მე არაფერი მაქვს ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი, ხალხი თუ რამეს დაგეგმავს, არ ვიცი“, - განაცხადა სარალიძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი