უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
ხელისუფლება სახიფათო თამაშს ეწევა _ დავით ონოფრიშვილი… 20.08.2012 18:22

დღეს “ქართული ოცნების” კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ონოფრიშვილი სოფელ მეტეხის, ქვემო გომის, ნიაბის, ბორთისა და სადგური მეტეხის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც “მედიანიუსს~ კოალიციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი არსებულ პრობლემებს, კერძოდ კი დასაქმებას, ჯანდაცვას, სასმელი და სარწყავ წყალს, ნაგავვ, გაზიფიცირებასა და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხებს შეეხო. დავით ონოფრიშვილმა მოსახლეობას ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო, რითიც აპირებს სოფლის მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას.

,,დღეს იყო მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები. როგორც ჩანს ხელისუფლება ეწევა სახიფათო თამაშს და პოლიტიკური ნიშნით ახორციელებს სოციალურ დახმარებას. ვინც ოპოზიციის მხარდამჭერია დახმარებებს უხსნიან, ხოლო ნაციონალების მხარდამჭერებს, ვინც შედარებით უკეთეს პირობებში არიან უნიშნავენ. გარდა ამისა დაგროვილია უამრავი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არ არის გადაწყვეტილი. ერთადერთი რაც დარჩა კასპის მოსახალეობას, ეს არის იმედი, რომ ხელისუფლება შეიცვლება, მოვა რეალური ძალა და იმ დაპირებებს, რომელიც დღეს ჩვენ მივეცით, აუცილებლად შევასრულებთ” - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.