პოლიტიკა
ხელისუფლების სურვილია, პოლიტიკურად განადგურდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა - ნინო ბურჯანაძე
საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანია განადგურდნენ ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომელთა ყიდვაც ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო, - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
„სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში საერთოდ აღარ იყოს პოლიტიკური პარტიები, გარდა იმ პარტიებისა, რომელსაც პირდაპირ გააკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, ანუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ფრთა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ყველა ინიციატივა, რომელიც განიხილეს საკონსტიტუციო კომისიაზე საარჩევნო სისტემებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, სწორედ ამაზე მიუთითებს.
„როდესაც „ქართულ ოცნებას“ სავაჭროდ სჭირდებოდა გადაერჩინა ერთკაციანი პოლიტიკური პარტიები, მან შემოიტანა ინიციატივა, რომ ერთპროცენტიანი პარტიები დაფინანსებულიყვნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჩვენ, ჩვენი ბრძოლით მოპოვებული უფასო საეთერო დრო და დაფინანსება ჩამოგვართვეს და გადაუნაწილეს ბლოკში შემავალ მათთვის სასურველ სუბიექტებს. ახლა აღმოჩნდა, რომ ბლოკები ცუდია, რომ ბლოკები ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას ასუსტებს. ”ქართულმა ოცნებამ“ გაახმოვანა ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ ეკრძალებათ ბლოკების შექმნა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ
მისივე შეფასებით, მიმდინარე მოვლენები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მოსარგებად.
”ის ინიციატივები, რომლებიც ეხება საარჩევნო სისტემას და პოლიტიკურ პარტიებს ცხადყოფს, რომ მათი სურვილია საქართველოში განადგურდეს დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკურად განადგურდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ იყიდა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს არის ძალიან დიდი საფრთხე ქვეყნის მომავლისათვის, მე მესმის, რომ საზოგადოებაში არის პოლიტიკური პარტიების მიმართ ნიჰილიზმი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული გზა კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 16:08
„ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე არ მალავს, რომ მათი საბოლოო მიზანი არის საქართველოს მოქცევა რუსული გავლენის სფეროში - თაზო დათუნაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 15:51
ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 15:45
თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტის ყოფნა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ მშვიდობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის მნიშვნელობაზე - შალვა პაპუაშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 13:09
საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს, შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს - ირაკლი კობახიძე
12 დეკემბერი, 2025 , 13:02
სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ გახარიას წინააღმდეგ საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება - გიგა ფარულავა
12 დეკემბერი, 2025 , 12:53


