უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2018 16:25
font-size

ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ იმ ტიპის კრიმინალურ გარიგებებში, რაც დამახასიათებული იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებისათვის - კახა კუკავა

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.

„გუშინ გამოქვეყნებულმა ჩანაწერებმა ერთხელ და სამუდამოდ გაფანტა ვერსია იმის შესახებ, იყო თუ არა ადრე გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთენტიკური. სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მონაწილეობენ იმ ტიპის კრიმინალურ და კორუფციულ გარიგებებში, რაც დამახასიათებული იყო შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებისათვის.

ნიშანდობლივია, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს ერთი ჩვეულებრივი ჯიბგირის, ოთარ ფარცხალაძის დაპატიმრებას, იგივე ხელისუფლება გვპირდება, რომ საქართველოს გააწევრიანებს ნატოში, ევროკავშირში, დაიბრუნებს აფხაზეთს, განავითარებს ეკონომიკას და დაასაქმებს ათიათასობით უმუშევარ ადამიანს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობა, როდესაც ვერ აგვარებს იმ საკითხებს, რომელსაც, წესით, რაიონის პოლიცია უნდა აგვარებდეს, მით უფრო უძლურია ქვეყნის წინაშე არსებული რთული გამოწვევების წინაშე.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ თემაზე „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" ჟრიამული: თითქოს და, ვაი და, რა უბედურება დატრიალებულა საქართველოში?!

ნამდვილი კომედიაა, როდესაც მთავრობა, რომელსაც ფინანსური პოლიციის უფროსად ჰყავდა დანიშნული დავით კეზერაშვილი, დღეს საუბრობს იმის შესახებ, რომ თურმე დაუშვებელია ბიზნესში ჩარევა და კერძო საკუთრების შელახვა. ამ ვითარებაში ჩვენი გუნდი - „თავისუფალი საქართველო" არის ერთადერთი, რომელსაც რეალურად შეუძლია საქართველოში კანონის უზენაესობის დაცვა, რომელიც არასდროს ყოფილა ჩართული არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების პირობებში, სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებში. ამიტომაც ჩვენ რეალურად შეგვიძლია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არამარტო ფარცხალაძისა, არამედ ყველა იმ კრიმინალის, რომლებიც ჩადიოდნენ წლების მანძილზე ამ დანაშაულს,"- განაცხადა კახა კუკავამ.

საკვანძო სიტყვები:

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი