უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

6 აპრილი, 2019 11:20
font-size

ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

რაც არ უნდა პროფესიონალურად იყოს რემონტი გაკეთებული და როგორი მარჯვე ხელებიც არ უნდა გქონდეთ, საყოფაცხოვრებო უწესრიგობებისგან არავინ არ არის დაზღვეული.

და სწორედ მაშინ, როცა ამ ტიპის უსიამოვნებები იჩენს თავს, ხშირად დამატებითი დისკომფორტს ქმნის ხელოსნის გამოძახება.

რა ხდება ამ დროს? როგორც წესი, მეგობრებს ვეკითხებით რჩევას კარგი ხელოსნის შესახებ, მაგრამ არც ისე მარტივია ისეთი ხელოსნის პოვნა, რომელსაც შეუძლია ზუსტად ის სერვისი შემოგთავაზოთ, რომელიც გჭირდებათ. ხელოსნის შერჩევის შემდეგ გიწევთ მას მთელი თქვენი დღის წესრიგი უთხრათ და მოისმინოთ მისიც და ამის შემდეგ შეთანხმდეთ მისაღებ დროზე თანაც ისე, რომ დარწმუნებული არ ხართ მის პროფესიონალიზმში და არც ის იცით, ზუსტად რა დაგიჯდებათ ეს მომსახურება.

სამომხმარებლო ბაზარზე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შემჩნევა მარტივია, თუმცა რთულია გამოსავლის ძიება და საკითხის ეფექტიანად გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ახალი ქართული კომპანია Profy სწორედ ამას ცდილობს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ერთმანეთთან აკავშირებს ხელოსანსა და მომხმარებელს. კომპანია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მიზნად ისახავს, რომ ხელოსანი და მომხმარებელი დაუკავშიროს ერთმანეთს მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

Profy - პროფესიონალი ხელოსანი

კომპანიაში ხელოსნებს უწოდებენ Profy - ებს. ეს სახელი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ Profy - სთვის პრიორიტეტულია საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომა.

Profy მოგიგვარებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო უწესრიგობას

სახლში სანტექნიკას პრობლემები აქვს, დენის გაყვანილობა შეფერხებით მუშაობს ან წყლის სისტემა არ არის მწყობრში?

Profy - ის შეუძლია მოგიწესრიგოს სანტექნიკა, შეაკეთოს და დაამონტაჟოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უზრუნველყოს მილებისა და დენის გაყვანილობების გამართული მუშაობა სხვა.

,,რაც მთავარია, მომსახურების მიღება უმარტივეს პროცედურებთან არის დაკავშირებული. ფასები ხელმისაწვდომია და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი გყავთ. მე პირადად, ერთი ვიზიტით მომიგვარეს ურთულესი პრობლემა. უმაგრესი გუნდი გყავთ და ძალიან დიდი მადლობა” - წერს Profy-ს-ის ერთ-ერთი მომხმარებელი თავის კომენტარში.

როგორ გამოვიძახო Profy?

ხელოსნის გამოძახება ქართულ რეალობაში ასეთი მარტივი და კომფორტული ჯერ არ ყოფილა. Profy - ის პროფესიონალი ხელოსნების გამოძახება ხდება პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან ან Profy - ის ვებგვერდიდან.

ამ ყველაფერს კი სულ რამდენიმე წამი და სამი ნაბიჯი სჭირდება:

1. ირჩევ სასურველ მომსახურებას და უთითებ მისამართს

2. ირჩევ Profy - ის და უთითებ შენთვის ხელსაყრელ დროს

3. იხდი ონლაინ და Profy იღებ სასურველ მომსახურებას

„Profy არის პლატფორმა, რომელიც ორ მხარეს - დამკვეთსა და შემსრულებელს ერთმანეთთან მარტივად აკავშირებს. Porfy- ს გამოარჩევს ის, რომ ჩვენთან რეგისტრირებული ხელოსნების პროფესიონალიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ოსტატები გადიან ტრენინგებს, ასევე ვამოწმებთ მათ კომპეტენციის დონესა და კრიმინალურ წარსულს. შესაბამისად, მხოლოდ ჩემოთვლილი ეტაპების შემდეგ იტვირთება ხელოსნის პროფილი Profy- ის პლატფორმაზე” - ამბობს Profy-ის გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია.

Profy 505 ხელოსნებისთვის

Profy 505 კომფორტს უქმნის არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ხელოსანსაც. კომპანიაში ოსტატებს არ ჰყავთ უფროსი, არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო განრიგი და ისინი თავად აწესებენ ფასებს კონკრეტულ მომსახურებაზე. ასევე ხელოსნები ასრულებენ მხოლოდ იმ სამუშაოს, რაც მათ უნდათ.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნამდვილი Profy, თუ მიგაჩნიათ, რომ გამოგდით და გეხერხებათ: სანტექნიკა, ავეჯის მონტაჟი ან შეკეთება, კანალიზაცია, ელექტრობა, კარ-ფანჯრის, საკეტების, გათბობისა და კონდიცირების გამოცვლა და მონტაჟი, ტექნიკის შეკეთება და სხვა.

დატოვე შეფასება

კომპანია Profy - სთვის ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შეფასება.

„Profy - ის შერჩევის დროს მის პროფილში ნახავთ მისი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ მოკლე აღწერას, სურათს, რეიტინგსა და წინა მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. თავიანთი დამკვეთებისთვის შეფასებების დაწერა შეუძლიათ ხელოსნებსაც. შეფასების ასეთი სისტემა მიღებულია არაერთ ცნობილ და წარმატებულ კომპანიაში”, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი

არ ღირს საქმის გადადება მაშინ, როცა სახლში არსებული სიმყუდროვე და კომფორტი, ზოგჯერ კი, უსაფრთხოებაც ირღვევა.

თანამედროვე ტექნოლოგიები ნამდვილად გვეხმარება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში ამის კარგი მაგალითი კი არის ახალი ქართული კომპანია Profy 505.

NS

“ომეგა მოტორსში” BMW ახალი X5 და პირველი X7 მოდელების პრემიერა გაიმართა

18 ივნისი, 2019 , 10:25

“ომეგა მოტორსი” 2019 წელს, დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14 ივნისს, თბილისში, კომპანიის სადილერო ცენტრში, BMW X7 და BMW X5 პრემიერა გაიმართა. საღამოს ესწრებოდნენ ქართველი

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ