უკან
საზოგადოება
13 ოქტომბერი, 2020 11:10
საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 841 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 329 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 6 867.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 102-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 393-ს შეადგენს.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.