უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2017 16:40
font-size

ხელშეკრულებით არ გვევალება ზარალის ანაზღაურება - „ბავშთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორი

სააქციო საზოგადოება „ბავშთა სამყაროს“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, „ბავშთა სამყაროსა“ და მეიჯარეებს შორის დადებულ ხელშეკრულებაში ფორს-მაჟორი შეტანილია, თუმცა ხელშეკრულების ეს ნაწილი მას ზარალის ანაზღაურებას არ ავალდებულებს.

როგორც მაჭავარიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მიუხედავად ამისა, იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა ხანძრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მაქსიმალურად დაეხმაროს.

რაც შეეხება ქონების დაზღვევას, „ბავშთა სამყაროს“ დირექტორი აღნიშნავს, რომ დაზღვევა მხოლოდ მოიჯარეთა ნაწილს ჰქონდა. მისივე თქმით, თვითონ დამწვარი შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგშია“ დაზღვეული.

„ ჩვენს ხელშეკრულებაში ფორს-მაჟორი რა თქმა უნდა წერია. თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვართ ვალდებულები, მაგრამ ეს ადამიანები, პირველ რიგში ჩემი მეგობრები არიან, ასე რომ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, მაქსიმალურად გვერდში დავუდგები. შენობა „ალდაგში“ არის დაზღვეული. თუ შენობის ფულს „ალდაგი“ გადაიხდის, მერე ჩვენ დავჯდებით და შეძლებიდან გამომდინარე გავითვალისწინებთ ჩვენი ხალხის პრობლემას, იმიტომ რომ, ეს არამარტო მათი პრობლემაა, ეს ჩვენი პრობლემაც არის. მერიას არანაირი გარანტია არ მოუცია, ის არ არის ვალდებული. ეს არის სააქციო საზოგადოება, ჩვენ ვართ წარმოდგენილები ჩვენი პასუხისმგებლობით და რაც კანონიდან გამომდინარე იქნება, ისე ვიმოქმედებეთ. არანაკლები ზარალი ვნახე მეც თვითონაც. „ბავშთა სამყაროს“ აქციონერი ვარ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ მეიჯარეები მიიჩნევენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იქნა გაჩენილი, გიორგი მაჭავარიანი პასუხობს, რომ მოვაჭრეების უმრავლესობისგან მსგავსი ეჭვი არ წამოსულა.

„ჩვენი მოვაჭრეების მხრიდან, უმეტესი ნაწილიდან ეს ეჭვი არ წამოსულა. მე მინდა ვთხოვო ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ნაკლებად არის დაინტერესებული ჩვენი პრობლემით, ეს ეჭვები არ გააჩინონ, იმიტომ რომ ვინც ვნახე, ჩვენი თანამშრომლები, ერთმანეთის მიმართ ერთსულოვნად ვართ განწყობილი და ამ პრობლემას ვუყურებთ ისე, რომ ერთობლივი ძალებით უნდა გადავჭრათ“,-განმარტა „ბავშთა სამყაროს“ დირექტორმა.

მას ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს მომხდარი ტრაგედიით არ ისარგებლონ და თავისი მიზნებისთვის არ გამოიყენონ.

„დავინახე დღევანდელი პოლიტიკური სახეები და ძალიან ვთხოვ, ჩემი ასაკის ბიჭები არიან და ნუ გამოიყენებენ „ბავშთა სამყაროს“, ასეთ დიდ პრობლემას თავისი პირადი მიზნებისთვის. ნიკა მელიას გამარჯობით ვიცნობ, ალეკო ელისაშვილიც დავინახე, ასევე სხვებიც. თავიანთ საქმეებს მიხედონ და ჩვენს პრობლემას თავი დაანებონ.“,-განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა.

მონიკა დავლიანიძე

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი