უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 აგვისტო, 2019 17:05
font-size

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ხელვაჩაურის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ჯამბულ თავართქილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით დააკავეს.ამავე საქმეზე დაკავებულია, ასევე, ერთ-ერთი მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან - ზაზა თ.-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა. კერძოდ, ჯამბულ თ.-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

21 ნოემბერი, 2019 , 16:15

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები მძიმე და

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 7 პირი პასუხისგებაში მისცეს, ორი კი დააკავეს

21 ნოემბერი, 2019 , 11:30

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვი

ეროვნულმა ბანკმა რეალობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედოს - ირაკლი კოვზანაძე

20 ნოემბერი, 2019 , 15:35

"ეროვნულმა ბანკმა, მომავალი სამი წლის სამოქმედო დოკუმენტი, საპარლამენტო სესიაზე ახალი რეალობის გათვალისწინებით უნდა წარმოადგინოს", - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კ

მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის სერგო რატიანი და კიდევ ორი პირი დარბაზიდან გააძევა

20 ნოემბერი, 2019 , 15:35

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, სხდომათა დარბაზიდან სამი პირი გააძევა. მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი. მოსამართლის განცხადებით მათ

მოსამართლემ წესრიგის დარღვევისთვის სერგო რატიანი და კიდევ ორი პირი დარბაზიდან გააძევა

20 ნოემბერი, 2019 , 15:14

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესზე, სხდომათა დარბაზიდან სამი პირი გააძევა. მათ შორის „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი სერგო რატიანი. მოსამართლის განცხადებით მათ

სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა შეეფარდა

20 ნოემბერი, 2019 , 14:55

სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. უწყების განცხად