უკან

რეგიონები

4 აგვისტო, 2018 13:15
font-size

ხელვაჩაურში, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ე.წ. „ილიას მარანს“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარე ე.წ. „ილიას მარანს“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მარანი მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩიქუნეთში, ამირან მალაყმაძის ეზოში. მარანი ორი ნაწილისგან შედგება, ნაშენია ადგილობრივი ქვით, კირით დუღაბზე. კუთხის კიდეები ამოყვანილია მოზრდილი გათლილი ქვით, შიდა პირი კი ფლეთილი ქვითაა გაწყობილი. ორივე შესასვლელის კარი სამხრეთ კედელშია მოწყობილი, სწორკუთხაა და დასრულებულია არქიტრავით.

კარგად იკითხება მარნის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კედლები, დანარჩენი ნაწილი კი მიწით არის დაფარული. მარნის გადახურვა თავდაპირველად ბანური იქნებოდა, ახლა მიწითაა დაფარული და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. შუა საუკუნეებით დათარიღებული მარანი ძლიერ დაზიანებულია, ჩამოქცეულია ქვები, წვიმის დროს ჩამოდის წყალი რის გამოც საკმაოდ დაზიანებულია მზიდი კედლები.

მარნის ორივე მოცულობის საერთო სიგრძე 8 მეტრია, სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე 3,20 მეტრი. კედლის სისქე 0.60 სმ-ია. ინტერიერში ორივე მხარეს ჩრდილოეთ კედელი ოვალური ფორმისაა და ნაგებია ფლეთილი ქვებით კირიდს ხსნარზე. მას დაზიანებების გამო ფუნქცია დაკარგული აქვს.

მარანში, ქვევრების არსებობას ადასტურებს აქ აღმოჩენილი არტეფაქტები, სამწუხაროდ, დღეს ისინი დამტვრეულია, ერთი საკმაოდ მოზრდილი ქვევრი აღმოჩენილია მარანთან ახლოს, ეზოში. მიწის ზემოდან მხოლოდ ქვევრის ზედა პირი იკითხება.

ეზოში, მდებარე ქვევრი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მსგავსია ჩაისუბნის გორანამოსახლარზეარქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილ არტეფაქტებთან და ასევე, არხავეს ციხის ტერიტორიაზე შეგროვებული ქვევრის ნატეხებთან, რაც გაფიქრებინებს რომ აქ არსებული მასალა საკმაოდ ძველია და დამატებით კვლევასა და არქეოლოგიურ სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს, რაც დაგვეხმარება მარნის ზუსტი დათარიღების დადგენაში.

მარანი და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები კულტურული მემკვიდრეოის თვალსაზრისით ღირებულია და იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფელ ჩიქუნეთში გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი,ისტრიული მასალა და აქ აღმოჩენილი არტეფაქტები მის ღირებულებას განსაზღვრავს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი