უკან

პოლიტიკა

28 დეკემბერი, 2016 12:55
font-size

ხილიკ ბარ: ჩვენ ვესაუბრებით მათ, ვინც ამბობს თქვენთან ერთად და არა თქვენს ნაცვლად

25 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო ბილტმორის საკონფერენციო დარბაზში, “ისრაელის სახლის” ორგანიზებითა და ისრაელის ოფიციალური დელეგაციის მონაწილეობით, გაიმართა ისრაელისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის - ჰასბარას პირველი ფორუმი.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ქნესეთის ვიცე-სპიკერები ხილიკ ბარ და ტალი პლოსკოვ, ქნესეთის მმართველი კოალიციის ხელმძღვანელი დავიდ ბიტან, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი, ისრაელის წამყვანი ტელეკომპანიების წარმომადგენლები, ბიზნესმენები, აგრეთვე, ევროპაში ისრაელის მხარდამჭერი ორგანიზაციების ლიდერები, ქართველი პოლიტოლოგები, ექსპერტები და სტუდენტები, „ბასტი ბუბუს“ ანსამბლის შესრულებით ცნობილი სიმღერით „ოქროს იერუსალიმით“ გაიხსნა.

ფორუმს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, იციკ მოშე უძღვებოდა. მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, ისრაელისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე დიპლომატიური მხარდაჭერა და ჰასბარა - ისრაელის სწორად წარმოდგენა ქვეყნის გარეთ, მისი ოფიციალური პოლიტიკის განმარტება და მეგობარ ქვეყნებთან კავშირების კიდევ უფრო გაღრმავება.

ღონისძიებაზე ისრაელის სამშვიდობო და სამეზობლო პოლიტიკის შესახებ მოხსენებით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი და ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი.

ციპი ხოტოველმა ყურადღება გაამახვილა იმ რთულ გარემოზე, რომელშიც ჩამოყალიბდა და განვითარდა ისრაელის ახალი სახელმწიფო.

„ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ მერვე ადგილს იკავებს ყველაზე გავლენიან სახელმწიფოებს შორის. მან განვითარების საკუთარი, გამაოგნებელი გზა აირჩია. ამის პირველი დამადასტურებელი ფაქტი იყო, ისრაელის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება შუა ომში, რომ მაშინ როდესაც ყველა სხვა ქვეყანა ომის დასრულების მერე აცხადებს დამოუკიდებლობას, ისრაელმა როცა ქუჩებში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის აქტს. მეორე გამაოგნებელი ქმედება ის იყო, რომ ბენ გურიონმა მიიღო გადაწყვეტილება, მიუხედავად ომისა, ყველა სამთავრობო ოფისი გადაეტანა იერუსალიმში. ეს მოხდა 1949 წელს. ზუსტად ხანუქა დღეს. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს მთავარ მოკავშირეს აშშ-საც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. მესამე გამაოგნებელი ფაქტი ის იყო, რომ ისრაელმა დამოუკიდებლად, სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს დაუხმარებლად, შეძლო ერაყის ატომური რეაქტორის განადგურება, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი საფრთხე ქვეყნისთვის“, _ განაცხადა ხოტოველმა.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო დღეს ხვდება, რომ ტერორიზმი მხოლოდ ისრაელის კი არა, გლობალური პრობლემაა, თუმცა უცნაურია, რომ საერთაშორისო საზოგადოება, ერთი მხრივ, ისრაელის ხელისუფლებისგან ითხოვს მის მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და, მეორე მხრივ, ადანაშაულებს ძალის გადაჭარბებაში. პრემიერი ნეთანიაჰუ პირველი იყო, ვინც მოითხოვა ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა, მაგრამ ამ ინიციატივას მხარდაჭერა არ მოჰყოლია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პალესტინელების დაბრუნებასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ისრაელის აღსასრული, რადგან არაბები ამას ისრაელის დათმობის სანაცვლოდ ითხოვენ.

ციპი ხოტოველმა ყურადღება გაამახვილა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული საერთაშორისო კამპანიის - BDS (The Boycott, Divestment, Sanctions) მიმდინარეობაზე და აღნიშნა, რომ მან ვერ გამოიღო ისრაელის მოწინააღმდეგეებისთვის სასურველი შედეგი, ვინაიდან ამ კამპანიის მიუხედავად, ისრაელმა რამდენჯერმე გაზარდა ექსპორტი.

ფორუმზე ქნესეთის ვიცე-სპიკერმა ხილიკ ბარმა ისაუბრა ისრაელის მემარცხენე ძალების სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ისინი ისრაელთან მოწინააღმდეგე ძალებს ორ კატეგორიად ყოფენ:

ერთნი, რომლებიც მხარს უჭერენ მოლაპარაკებებს, პრინციპს „ორი ხალხი - ორი სახელმწოფო“ ანუ შესაძლებლად განიხილავენ ისრაელთან ერთად მშვიდობიან თანაარსებობას (ისევე როგორც, მაგალითად ეგვიპტე და იორდანია) და მეორენი, რომლებიც ამბობენ, არა თქვენთან ერთად, არამედ თქვენს ნაცვლად, რომლებიც მიიჩნევენ რომ ახლო აღმოსავლეთში არ დამყარდება მშვიდობა, სანამ არსებობს ისრაელის სახელმწიფო. ისინი ისრაელს ახლო აღმოსავლეთის ცენტრალურ პრობლემად განიხილავენ, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები, არაბული გაზაფხული და მისი მარცხი, სირიის კრიზისი და ა.შ. ამ ვარაუდის არარელევანტურობას ადასტურებს.

ხილიკ ბარი იზიარებს მემარჯვენე პოლიტიკურ ძალთა პოზიციას ირანთან დაკავშირებით და აბსოლუტურად მიუღებლად მიიჩნევს ამ ქვეყნისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას. ქნესეთის ვიცე-სპიკერის თქმით, მსგავს ვითარებაში იყო მსოფლიო, როდესაც არავის სჯეროდა, რომ ჩრდილოეთ კორეა შექმნიდა ბირთვულ იარაღს, თუმცა მოხდა პირიქით, სწორედ ამიტომ, მისი აზრით, შეუძლებელია მსოფლიო მხოლოდ ირანის კეთილი ნების იმედად, უმოქმედოდ იყოს და მას ატომური იარაღის განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

ახალშენებზე საუბრისას ხილიკ ბარმა განაცხადა: „პალესტინელების მხრიდან ახალშენებზე აპელირება უბრალოდ, დემაგოგიაა. მაგალითად, ღაზას სექტორიდან ისრაელის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა და ახალშენებიც განადგურდა, თუმცა ამას იქ არ მოჰყოლია წინსვლა და განვითარება. ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და გალფის ყურის ნავთობით მდიდარი სხვა სახელმწიფოები ყოველწლიურად მილიარდობით დოლარით ეხმარებიან ღაზას სექტორს, მაგრამ რას ხმარდება აღნიშნული თანხა? არა საავადმყოფოების, სკოლების, ინფრასტრუქტული პროექტების დაფინანსებას, არამედ „არჩეული“ ხელმძღვანელობის - „ჰამასის“ მიერ მიწისქეშა ტერორისტული ქალაქის მშენებლობას.

თუმცა საბედნიეროდ, პალესტინის მოსახლეებს შორისაც არიან მშვიდობის მსურველები, ისევე როგორც პალესტინის ადმინისტრაციაში. ბევრ მათგანს პირად საუბრებში ხშირად განუცხადებია, რომ ისინი ოცნებობენ დღეზე, როდესაც ისრაელის ძალების მხარდამხარ იბძოლებენ ისლამური რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ასე რომ, მე მჯერა, მშვიდობა მიღწევადია!“

ხილიკ ბარმა ისაუბრა, აგრეთვე, მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიან უერთიერთობაზე და დასძინა, ისრაელს რომ არ ჰქონოდა კეთილმეზობლური კავშირი ეგვიპტესა და იორდანიასთან, დღეს ის სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა. მშვიდობის ინიციატორებს არ აქვთ ილუზია, რომ მეზობელი არაბული ქვეყნები იქცევიან ისრაელის მეგობრებად, თუმცა მათ შეუძლიათ იყვნენ ისრაელის პარტნიორები და გაიზიარონ მისი გამოცდილება ტერორიზმთან საბრძოლველად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმავეს სწავლა შეუძლია ისრაელისაგან დასავლეთს, ევროპის ქვეყნებს, რომლებიც დღეს ტერორიზმის ისეთივე სამიზნეებად იქცნენ, როგორც ისრაელია უკვე მრავალი ათეული წლის მანძილზე.

ხილიკ ბარის აზრით, ევროპული სახელმწიფოების მხრიდან კონფლიქტის მხოლოდ ერთი მხარის, კონკრეტულად კი ისრაელის ქმედებების გამუდმებულმა დაგმობამ უარესი შედეგი გამოიღო. ევროპას თუ კი მშვიდობა სურს, შეუძლია დიდი როლი შეასრულოს ამ საქმეში, მაგალითად, გაუწიოს პროპაგანდა პარტნიორ სახლემწიფოებში, გაყიდოს ის პროდუქცია, რომელიც იწარმოება ისრაელელებისა და პალესტინელების ერთობლივ საწარმოებში, ნაცვლად იმისა, რომ აკრძალოს ებრაული პროდუქციის იმპორტი.

ღონისძიების ბოლოს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ქნესეთის ვიცე სპიკერმა ქართველი ექსპერტებისა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს.

სუსი აპირებს, კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი.ამისთვის სპეციალურად შემოგზავნილი ჰყავთ აგენტი შეცვლილი გვარ-სახელით ! - ელისო კილაძე

13 ნოემბერი, 2018 , 10:50

გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში შემდეგი ინფორმაცია გამოაქვეყნა: „მაქვს ინფორმაცია, რომ  სუსი აპირებს, კარვებში ჩადოს იარაღი და ნარკოტიკი.ამისთვის სპეციალურად შ

დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა - კამათი ბიუროს სხდომაზე

12 ნოემბერი, 2018 , 17:45

ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ევროპული საქართველოს“ წევრს, ელენე ხოშტარიას ბიუროს სხდომაზე, სადაც ბესელიას განცხადებას ხორავას ქუჩაზე მომხდ

არაადეკვატური რომ იყო, იმიტომ აღარ არის კულტურის მინისტრის მოადგილე - გია ვოლსკი იური მეჩითოვზე

12 ნოემბერი, 2018 , 17:45

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყველაფერი რასაც „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, ჰააგაში დაშვებული შეცდომების გადაფარვისა და გამოსწორების სურვილია და ამ ყველაფერს უპირებენ შეფუთვას მეჩითოვის &bdq

ეს შენობა არის მკვლელების, ესენი მფარველობენ ჩემი შვილის მკვლელებს. ძირს „ქართული ოცნება“, მკვლელების „ოცნება“! - ზაზა სარალიძე

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მოითხოვა, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სოსო გოგაშვილი საპროტესტო აქციაზე გამოს

თემირლან მაჩალიკაშვილს „ოცნებამ“ ოცნება წაართვა - თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიამ - ელენე მაჩალიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა, შეცვალოს მთავრობა. მისივე თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვი

შსს მზად არის წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე - ირაკლი კობახიძე

12 ნოემბერი, 2018 , 17:05

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შს სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას წარადგინოს მოხსენება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`