უკან

მოზაიკა

7 ნოემბერი, 2016 17:35
font-size

ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია „საბასგან“

უსინათლო ადამიანები ხმოვანი წიგნების მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ. ელექტრონულმა წიგნების სახლმა „საბამ“ ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია შექმნა, რომელიც უსინათლო ადამიანებისთვის სრულადაა ადაპტირებული. 300-ზე მეტი ხმოვანი წიგნი უკვე ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომია, _ აცნობეს მედიანიუსს თიბისი ბანკიდან.

„საბას“ ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ისე - უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები მსახიობებისა და თავად ავტორების მიერაა გახმოვანებული.

თანამედროვე სტანდარტების ხმოვანი წიგნების მოსმენა აპლიკაცია „SABA READER-ის“ საშუალებით ნებისმიერ სმარტფონსა და პლანშეტშია შესაძლებელი, ინტერნეტის გარეშე.ხმოვანი წიგნების მოსასმენად, საჭიროა saba.com.ge-ზე დარეგისტრირება და აპლიკაცია SABA Reader-ის უახლესი ვერსიის ჩამოტვირთვა სმარტფონში/პლანშეტში. ხმოვანი წიგნები „საბას“ კატალოგში სპეციალური პიქტოგრამითაა აღნიშნული.
ხმოვან წიგნს აქვს სარჩევი, საიდანაც შესაძლებელია სასურველი თავების გადმოწერა მოწყობილობაში, ან უკვე მოსმენილის წაშლა. თავების გადმოწერისას საჭიროა WiFi ინტერნეტი.

„საბას“ ხმოვან წიგნს აქვს პაუზის, ჩანიშვნის, კითხვის ტემპის რეგულირების შესაძლებლობა. ხმოვანი წიგნების კატალოგი მოიცავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ე.წ. „ოქროს ფონდის“ ჩანაწერებსაც. თანამედროვე ავტორების მიერ საკუთარი ნაწარმოებების ჩაწერაც ეროვნული არქივის მიერ განხორციელდა, რომელიც ამ პროექტის პარტნიორია.

პროექტი ელექტრონული წიგნების სახლის „საბასა“ და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ხორციელდება.

ხმოვანი წიგნები უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემათ.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი