უახლესი ამბები
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
- 22.01.2021 17:41მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს
- 22.01.2021 17:201 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3. 3044 ლარი გახდა
- 22.01.2021 17:20ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში - თამარ გაბუნია
- 22.01.2021 17:20„გამჭოლი მზერით მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას გამჭოლი მზერით“ - გიორგი გაბუნიას საქმეზე ბრალდებული ვასამბეგ ბოკოვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
- 22.01.2021 16:10დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
- 22.01.2021 16:10საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების კომისია იქმნება
- 22.01.2021 16:10ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
- 22.01.2021 15:40რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
არქივი
ეკონომიკა


ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა
ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზადდებოდა, უახლოეს პერიოდში კი მშენებლობა დაიწყება. განხორციელდება 50 მლნ ლარის ინვესტიცია და 400 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე „გლობალ რისაიქლინგის“ წარმომადგენლებმა საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ ხობის მუნიციპალიტეტში პლასტმასის ნედლეულის გადამამუშავებელი ქარხნის და შემდეგ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოო სიმძლავრეების განვითარება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „გლობალ რისაიქლინგმა“ ხობის მუნიციპალიტეტში 300,000 კვ.მ. მიწა „100 საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში პირობებიან აუქციონზე შეიძინა და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიიდან პლატმასის გადამამუშავებელი ქარხნის გადმოტანასა და შემდგომ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა საწარმოების საქართველოში გახსნას გეგმავს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, ინვესტორი 50 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო მომავალში ხობში გეგმავს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას.

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
22 იანვარი, 2021 , 18:21

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა
22 იანვარი, 2021 , 16:10

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა
22 იანვარი, 2021 , 12:20

ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდია 15 ლარამდე გაიზარდა
22 იანვარი, 2021 , 12:20
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში` პირველი თებერვლიდან ეკონომიკის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ
21 იანვარი, 2021 , 12:35

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შემცირდა - საქსტატი
20 იანვარი, 2021 , 11:45