უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 აგვისტო, 2019 11:50
font-size

ხომ არ მოგიკრავთ ყური ჩვენი `ლომების` - ე.წ. `ორიენტირებული პოლიტიკოსების` გაცხადებულ ფიქრთა შესახებ?! - დემურ გიორხელიძე

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ეხმიანება. „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ პოსტს:

„უსაფრთხოება სახელმწიფოებისა - აი, ამოსავალი სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, -
რასაც მუდმივად ვუსვამ ხაზს.

სხვა ყველაფერი იწყება მერე...ერთიანი ევროპის უსაფრთხოების კონცეფციაზე გადასვლა წლების წინათაც გარდაუვალი ჩანდა, ამაზე ვწერდი კიდეც და... გაუგებრობას და წინააღმდეგობას ვაწყდებოდი...

აქ მოვიაზრებდი და მოვიაზრებ ყოველთვის საქართველოს - ევროპის (ფართო გაგებით) კოლექტიურ უსაფრთხოების სისტემაში.

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, როგორც რამდენიმე დღის წინათ ვწერდი,
განსაკუთრებულ გარემოში იქნება-თქო -ზუსტი აღმოჩნდა. შედეგები არაა დიდი (ეს შეუძლებელი იყო ამ ეტაპზე), მაგრამ გაცხადებულია მოსალოდნელი პერსპექტივები:

მაკრონის სიტყვებში აშკარად შეინიშნება გოლიზმის ნიშნები (!) - ეს ჩემთვის ყველაზე მოულოდნელია.
მაკრონმა მიანიშნა ანბანურ ჭეშმარიტებაზე, რომ "ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა" რუსეთის გარეშე უპერსპექტივოა - "ევროპა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე", რაც რუსეთის ყველაზე სანუკვარ ოცნებას შეადგენს გაცხადებულია...

"ჩვენ გვჯერა ევროპისა ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე" (ეს მაკრონის სიტყვებია)...

ლონდონი ამ სქემის გარეთ რჩება...

არადა, თავდაპირველი იდეა, რომელიც ხელოვნურად იქნა არეული და ჩაშლილი,ევროპას ლონდონიდან ვლადივოსტოკამდე მოიაზრებოდა.

მაკრონი ცდილობს უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივაზე პუტინის დაყოლიებას... პირველ ნაბიჯს დგამს ზელენსკი, რადგან ეს არა მარტო უკრაინას ჭირდება, არამედ ყველას, ვინც ახლო-მახლო მოიაზრება.

ყირიმის თემა - განხილვაში არ არის (და ვერც იქნება, - აშკარაა!).

შეძლებს თუ არა მაკრონი ამ რამდენიმე დღეში G7-ის ლიდერების შეხვედრამდე მათთან სრული კონსულტაციების გავლას, - არ ვიცი...

ერთი ზუსტად ვიცი -მაკრონის უკან უმძლავრესი ფინანსურ-პოლიტიკური ჯგუფები დგანან, რომელთა გავლენა ძალზე მაღალია..
.
მეორე - მაკრონი ისეთ რამეს არ აიღებდა თავზე, პერსპექტივა ნულის ტოლი რომ ექნებოდა (აკი, არც იღებდა აქამდე!)... პოლიტიკაში მოვლენები უსწრაფესად იცვლება - ესაა მიზეზი...

პოლიტიკა სასიგნალო ინფორმაციებზე რეაგირებას გულისხმობს... ევროპის (მათ შორის ბრიტანული გაზეთები) ტონს იცვლიან და მრავალი მიანიშნებს იმაზე რუსეთის დემონიზაცია არ იყო სწორი...
p.s.

ხომ არ მოგიკრავთ ყური ჩვენი "ლომების" - ე.წ. "ორიენტირებული პოლიტიკოსების" გაცხადებულ ფიქრთა შესახებ?!

თუ ... პატეფონი ისევ ჩაიციკლა?!“ - წერს დემურ გიორხელიძე.

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ

19 თებერვალი, 2020 , 17:45

2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის (გარდა სახელოვნებო, ასევე ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგ

ქართულ მრავალხმიანობასა და ქართული სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

19 თებერვალი, 2020 , 17:45

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, რაც ხელს შეუ

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

19 თებერვალი, 2020 , 17:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს ს

მედიაციის ინსტიტუტის შექმნა მნიშვნელოვანი მიღწევაა ბიზნესისთვის ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - მიხეილ დაუშვილი

19 თებერვალი, 2020 , 16:50

მედიაციის კანონი და მედიატორთა ასოციაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მიღწევაა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა სსიპ „საქართველოს მედიაატორთა

ისნის რაიონში ახალი გზის მოწყობა დასრულდა

19 თებერვალი, 2020 , 16:07

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში მოწყობილი ახალი გზა დაათვალიერა, რომელიც დავითაიას ქუჩას და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე მთისძირის ქუჩას აკავშირებს. თბილისის მერის კ

დასუფთავების მოსაკრებელს იურიდიული პირი უფრო ნაკლებს იხდის, ვიდრე ფიზიკური პირი, რაც, ვფიქრობ, არასამართლიანია - კახა კალაძე

19 თებერვალი, 2020 , 15:35

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს და მერის მოადგილე მაია ბითაძეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახედვაზე მუშაობის დაწყება დაავალა. კახა კალაძე უსამართლობას უწოდებს იმას, რომ ფიზიკური პირები იურიდიულ პირ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`