უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

7 სექტემბერი, 2018 10:57
font-size

ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

ხონის ფსიქიატრიული დაწესებულების პაციენტები პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

პაციენტების თქმით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელები მათ მობილური ტელეფონებით სარგებლობის საშუალებას არ აძლევენ.

ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, რომ ისინი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, რადგან მხოლოდ ერთი საქალაქო ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ, ისიც მხოლოდ ფიქსირებული დროით.

იმ შემთხვევაში თუ დაწესებულების ხელმძღვანელები გადაწყვეტილებას არ შეცვლიან, პაციენტები პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ.

„ვითხოვეთ, რომ გვქონდეს პირადი მობილური ტელეფონი, რომ დავუკავშირდეთ ჩვენი ოჯახის წევრებს. ამასთან დაკავშირებით ყველა მპასუხობს, რომ ჩვენს კომპეტენციაში არ შედის ოჯახთან დაკავშირებაო. 5 საათზე ეს ტელეფონი იჭედება, იმ ზომამდე მივყავართ, რომ გამოვაცხადოთ შიმშილობა“,-ამბობს ხონის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი შალვა უგულავა.

თავის მხრივ, ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ისინი პაციენტების კონფიდენციალურობას იცავენ.

„მკურნალობა კონფიდენციალურია. თუ ექნება ყველას მობილური ტელეფონი, რომლითაც აქვთ როგორც ინტერნეტით ასევე გადაღების საშუალება დაწესებულება ვერ გახდება კონფიდენციალობის გარანტი“,-ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე.

სოფელ სალხინოში საპილოტო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდნენ და საპილოტო არეალზე ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს. მათ პროექტით გათვალისწინებული პროცედურები განმა

კახეთში სიმინდის მოსავლის აღება დაიწყო

25 სექტემბერი, 2018 , 13:05

კახეთის რეგიონში, სიმინდის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურ ფაზაში შედის. ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი&l

მცხეთა-მთიანეთში „არაგველობა 2018“ აღინიშნა

25 სექტემბერი, 2018 , 10:40

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთის ახალგაზრდების ინიციატივით, კრწანისის ბრძოლის 300 არაგველი გმირის ხსოვნის პატივსაცემად, „არაგველობა 2018“ გაიმართა. ღონისძიება უკვე მესამე წელია ტარდება და ქართული სიმღერ

ბათუმის ოპერის თეატრში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს მოქალაქემ მოღალატე უწოდა

24 სექტემბერი, 2018 , 15:55

ბათუმში საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე წარიმართა. ბათუმის ოპერის თეატრში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილს მოქალაქემ მოღალატე უწოდა. ქობულეთელი ასლან ვაშა

ქ. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემი მშენებლობისთვის 95 მილიონი ლარამდე დაიხარჯება

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ქ. ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს. ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 95, ხოლო საკანალიზაციო ინფრასტრ

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`