უახლესი ამბები
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 17.04.2021 12:57საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
- 17.04.2021 12:51ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
- 17.04.2021 12:46ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
არქივი
საზოგადოება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სამხარაულის ბიუროს დასკვნა დიმიტრი ქუმსიშვილის დავალებით გააყალბეს - ელისო კილაძე
„ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავის ახლობელს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელ გოგა თვაუს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის გაყალბება დაავალა. კილაძის განმარტებით, ქუმსიშვილი უშუალოდ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ მოქმედებდა, რადგან შოთაძე ხელმძღვანელობდა საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც ქუმსიშვილის, პრემიერ-მინისტრისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის კორუფციულ სქემებს იძიებს.
„ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეში ჩნდება ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, საიდანაც რეალურად დაიწყო მოზარდების მკვლელობის საქმის გაყალბება. ეს ჩემი ინფორმაციით, მოხდა სწორედ ქუმსიშვილის დავალებით, გოგა თვაურის უშუალო მონაწილეობით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში.
ქუმსიშვილის ინტერესები ბუნებრივია იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შექმნოდა ირაკლი შოთაძეს და ეს მოახერხა კიდეც, იმიტომ რომ შოთაძე იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მისი, კვირიკაშვილის და ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებს.
ეს გახლავთ კორუფციული სქემები, ინფრასტრუქტურის სამინისტროში მათ შორის საგზაო დეპარტამენტში და ის პროექტები, რომელშიც მონაწილეობა ჰქონდა ქუმსიშვილს, როგორც ეკონომიკის მინისტრს და ზურაბ ალავიძეს, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრს. დაახლოებით 1 მილიარდ ლარზეა საუბარი, რის ფარგლებშიც გამოძიება მიდის.
ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მთავარი პროკურორი მოახერხებს თუ არა იმას, რომ ეს თითქმის გამოძიებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოს.
მე მგონია, რომ წინ საკმაოდ სკანდალური ზაფხული გველის არ გამოვრიცხავ რომ პირდაპირ საპატიმრო ღონისძიება იყოს გამოყენებული პირველი ვიცე-პრემიერის მიმართ“, -განაცხადა კილაძემ.

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
17 აპრილი, 2021 , 14:41
პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
17 აპრილი, 2021 , 14:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
17 აპრილი, 2021 , 12:57

ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პანდემიამდე არსებული მაჩვენებლების 40-45%-ს დაუბრუნდება - საქართველოს აეროპორტების გაერთანება
17 აპრილი, 2021 , 12:51

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა
17 აპრილი, 2021 , 12:46

საქართველოში კორონავირუსის 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
17 აპრილი, 2021 , 12:00