უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2019 18:27
font-size

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ. ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულის მამის უკმაყოფილება მოჰყვა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, დ.ღ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სასჯელი და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება.

დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 41 პირი გაათავისუფლა

25 ივნისი, 2019 , 11:15

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე დაკავებული 41 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, ორი მათგანი კი უდანაშაულოდ ცნო. სასამართლომ დაკავებულებს ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა,

აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილე ორი სამართალდამცველის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა - შსს

24 ივნისი, 2019 , 17:30

10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა, აქედან, ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ამის შესახებ შინაგან სა

გენერალურმა პროკურატურამ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

24 ივნისი, 2019 , 15:20

20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გე

სიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავებულია ერთი პირი

24 ივნისი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით,

იმედს ვტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს -ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი

24 ივნისი, 2019 , 10:15

იმედს ვიტოვებთ, რომ სააპელაციო სასამართლო იხელმძღვანელებს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის განუხრელი დაცვით და გამოიტანს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ად

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

22 ივნისი, 2019 , 20:44

შსს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართავს: „შსს მოუწოდებს პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს, პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით განსაზღვრულ