უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ივნისი, 2018 17:16
font-size

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოსაკითხ პირთა სია ცნობილია.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა.

როგორც დღეს გამართულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყდა, კომისიის ფარგლებში პირველ რიგში მოკლული მოზარდების ოჯახის წევრები დაიკითხებიან.

სია კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ წარადგინა და მას მხარი როგორც საპარლამენტო უმცირესობის, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირა.

სარალიძისა და დადუნაშვილის შემდეგ საგამოძიებო კომისია გამოკითხავს ოჯახის ადვოკატებს. კომისიის ფარგლებში დაიბარებენ: შს მინისტრს, გიორგი გახარიას, მის მოადგილეს ნათია მეზვრიშვილს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს.

ასევე გამოიკითხება ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქმის პროკურორები და თბილისის პროკურორი.

გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხავენ პატიმრობაში მყოფ მირზა სუბელიანსა და მერაბ მორჩაძეს. დასაკითხთა სიაშია ასევე მიხეილ კალანდია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველიც ჩაერთვება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი