უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

31 მაისი, 2018 15:45
font-size

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან - ირაკლი შოთაძე

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.

საგანგებო ბრიფინგზე შოთაძემ აღნიშნა, რომ მათთან თანამშრომლობას მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე თავის ადვოკატთან ერთად შეძლებს.

„ ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთანაც, რაც, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენი მხრიდან ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაყწებიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატარეთ. ჩვენს პროკურორებს ჰქონდათ მაქსიმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან და ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, აგვეხსნა დაზარალებულებისთვის , თუ რას ვაკეთებდით, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია, მაგრამ ესაა სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ბატონ ზაზა სარალიძეში არ იარსებონ ამ კითხვის ნიშნებმა , რომ საქართველოს პროკურატურამ რაღაც არ გააკეთა , ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკუროები, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან გამოძიების პროცესში.

ვის ვგულისხმობ, სერ ჯეფრი ნაისი - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია; მოშე ლადორი - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი; პოლ კაფი - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.

შესაბამისად, ეს ჯგუფი მსოფლიო სამართლებრივ წრეებში განსაკუთრებული ავტორიტეტით გამოირჩევა და ხასიათდება.ეს ჯგუფი ჩაერთვება ხსენებული საქმის გამოძიებაში და მათი უშუალო ჩართულობით, მათი უშუალო მონაწილოებით ჩატარდება ყველა საჭირო დამატებითი საგამოძიებო საპროცესო მოქმედება. ასევე ბატონ ზაზა სარალიძეს მიეცემა შესაძლებლობა , მის ადვოკატთან ერთად უშუალოდ იმუშავოს ამ უცხოელ პროკურორებტთნ და მათ გაუზიაროს თავისი მოსაზრებები, თავისი წინადადებები“, -დასძინა შოთაძემ.

შეგახსენებთ - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, დაუდგენელია, ვინ მოკლა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

25 სექტემბერი, 2018 , 17:45

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიანიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. „

პრეზიდენტობის კანდიდატი, კახა კუკავა ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს დაიცავს

25 სექტემბერი, 2018 , 17:30

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ძალოვანი პენსიონრების სარჩელის განხილვა საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ. ძალოვანი პენსიონრების ინტერესებს სასამართლოშ

„პალიტრამედიის“ სტამბა „კოლორპაკში“ მთავარი პროკურატურა შევიდა

25 სექტემბერი, 2018 , 16:30

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა. როგორც „პალიტრამედიას“ განცხადებაშია აღნიშნული, მთავარი პროკურატურის გამომძიებლებმა მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.

ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

25 სექტემბერი, 2018 , 15:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურეობრივი გულგრილობის და არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე ქ.თბილისის ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელი ა.გ. და აღმზრდელის თანაშემწე

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს

25 სექტემბერი, 2018 , 14:00

პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლევის საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ე.წ. უდო-ს კომისია მსჯავრდებულის საქმის განხილვის შუამდგომლობით თავად დაწესებულება მიმართავს. სპეციალური პენიტე

ოპოზიცია ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე აუდიტის სამსახურისგან მოკვლევის დაწყებას ითხოვს

25 სექტემბერი, 2018 , 11:30

ოპოზიცია მოკვლევის დაწყებას ითხოვს აუდიტის სამსახურისგან მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე, სადაც საუბარია რომ ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება. ოპოზიციის წარმომადგენ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`