უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივნისი, 2018 17:45
font-size

ხორავას ქუჩაზე მოზარდების საქმეზე შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეიქმნა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, „ევროპული საქართველოს“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა დისკუსია და ამ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძის კანდიდატურა. დარწმუნებული ვარ, სერგი სრული პასუხისმგებლობით მიუდგება ამ ამოცანის შესრულებას",- განაცხადა ბოკერიამ.

თვითონ კაპანაძემ განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა ადვილი არ იქნება, თუმცა ის გამოიყენებს ყველა ინსტუმენტს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების დაკითხვას, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმის გამოძიების თაობაზე საზოგადოებაში კითხვები არ დარჩეს.

ცნობისთვის, მიღწეული შეთანხმებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო 17-კაციანი კომისიის 9 წევრი „ევროპული საქართველოდან“ იქნება. მასში შესვლაზე უარი განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს - იმედგაცრუებული ვარ, ვერ მოხერხდა, ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას

14 ნოემბერი, 2019 , 16:20

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებას. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარ

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ - ზაზა ხუციშვილი

14 ნოემბერი, 2019 , 15:30

საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა განუცხადა. ზაზა ხუციშვილმა, თამარ ჩუგოშვილთან და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატთან ერთად, დღეს საპარლამენტო თანამ

რა ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში კენჭისყრის შემდეგ (ვიდეო)

14 ნოემბერი, 2019 , 15:10

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავის

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და ვინ შეიკავა თავი

14 ნოემბერი, 2019 , 15:02

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე

თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

14 ნოემბერი, 2019 , 14:40

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება რამდენიმე წუთის წინ პირველმა ვი

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

14 ნოემბერი, 2019 , 13:15

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოს