უკან

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2018 14:10
font-size

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა

19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს და მოითხოვა, რომ ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში, სხვა საკითხებთან ერთად შევიდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შემუშავებული ის რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება 1. გამოძიების დაწყებას სამოხელეო დანაშაულსა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც არამართლზომიერი გავლენა მოახდინეს გამოძიებაზე; 2. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, რამდენადაც მიიჩნია, რომ კომისიის სხდომებზე გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვებით დადასტურდა, რომ ჩაუტარებელი ან/და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ ემსახურებოდა კონკრეტულ საგამოძიებო ტაქტიკას. ამასთან, კომისიის მუშაობის დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა თავისი მუშაობის პერიოდში გამოავლინა საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი თანამშრომლების და მკვლელობის გამოძიებაში საპროცესო მონაწილეთა ახლო ნათესავებს შორის კომუნიკაცია.

კომისიამ მუშაობის პროცესში მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში მანამდე არსებულ მტკიცებულებებთან ერთად, მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობის ვარაუდს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტები მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობაზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ მკვლელობის მიმდინარე გამოძიების პროცესში შესწავლისა და შეფასების მიღმა დარჩა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს – საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ვალდებულება დაუდგინოს.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი