უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 ნოემბერი, 2018 11:40
font-size

ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ის ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი საქმეზე მტკიცებულებების სახით მირზა სუბელიანის ჩანაწერების დართვას ითხოვს.

დ.ღ.-ის უფლებადამცველის განცხადებით, მოწმის სახით უნდა დაიკითხონ ჩანაწერის ფიგურანტები ვიქტორ ჯაფარიძე და დათო ხუციშვილი. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ის უკვე არის დასაკითხ მოწმეთა სიაში.

„ჩვენ გვაქვს შუამდგომლობა, გამოვითხოვეთ სუბელიანის ჩანაწერები, სადაც ის მერვე საპყრობილეში საუბრობს. ჩანაწერებში ის საუბრობს, როგორ ერეოდა საქმის გამოძიებაში. აქ იკვეთება, რომ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება და განადგურება, რამაც ხელი შეუშალა მართლმსაჯულებას. სწორედ ამან შეუშალა ხელი და არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ მიცემულმა ჩვენებამ. სუბელიანი ისედაც დაიკითხება. ასევე ვითხოვ ჩანაწერებში ფიგურანტი პირების – ვიქტორ ჯაფარიძისა და დავით ხუციშვილის დაკითხვას“, – თქვა სუხიაშვილმა.

ბრალდების თანახმად, არასრულწლოვან დ.ღ.-ს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. ადვოკატის მტკიცებით, სწორედ მედიაში გავრცელებული ჩანაწერი ადასტურებს, რომ პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის მტკიცებულებები გაყალბებული და განადგურებულია და არასრულწლოვანი დ.ღ.-ის ჩვენებას დამდგარ განაჩენზე გავლენა არ მოუხდენია.

რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, დღევანდელ სხდომაზე ექვსი მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. დ.ღ. უკვე ოთხ თვეზე მეტია, პატიმრობაშია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით კი, არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული წინასწარი პატიმრობის ვადა ექვს თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

დ.ღ. ივლისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შსს-ის ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა - ნათია მეზვრიშვილი

19 მაისი, 2019 , 10:34

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა. დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არ

ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:24

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა,განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება. "როდესაც არჩევნებზე ვსაუ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ევროკავშირის მხარდაჭე

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირია დაკავებული

18 მაისი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლი

პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 მაისი, 2019 , 11:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯ

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს - მამუკა ბახტაძე

17 მაისი, 2019 , 16:39

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა. მთავრობის