უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა
15 ივნისი, 2018 16:25
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში მომავალ კვირას ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს მოუსმენენ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის ოჯახებს მომავალ კვირას მოუსმენენ, კერძოდ, ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, ანრი ოხანაშვილის თქმით, კომისიას შსს-დან და სასამართლოდან მასალები დროულად გადაეგზავნა.
„ამას ისიც უზრუნველყოფს, რომ მასალები ოპერატიულად გადმოგვეცა. მომავალ კვირას კომისიის სხდომებს ვგეგმავთ. მესამე სხდომაზე მოწვეული არიან დაზარალებული ოჯახები სარალიძე, დადუნაშვილი და მათი ადვოკატები. პირველად დაზარალებულ ოჯახებს მოვუსმენთ და მათთან გასაუბრება გვექნება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.