უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
არქივი
პოლიტიკა
ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია არასამთავრობოებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხვდება
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებს ხვდებიან. შეხვედრაზე განიხილავენ ორ რეკომენდაციას, რომელზეც კომისიამ მომავალში უნდა იმსჯელოს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმდჯოამარემ, სულხან სალაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუმარტა, რომ რეკომენდაციები განკუთვნილია საგამოძიებო უწყებებს და ეხება ორ ფაქტს, კერძოდ, საქმეში მესამე დანის არსებობის შესაძლებლობასა და კიდევ ერთ პირთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას.
„დღეს კომისია ისაუბრებს კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომლითაც უკვე მიმართავს შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ შესაბამის უწყებებს. ეს რეკომენდაციები გულისხმობს გამოძიების დაწყებას ორ ფაქტთან დაკავშირებით. პირველი ეხება ერთ-ერთი პირის დაჭრის ფაქტს ამ ინციდენტის დროს და ეს საქმე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადასტურებს ჩხუბში მესამე ცივი იარაღის არსებობას, იმ ფონზე, რომ გამოძიების ოფიციალური ვერსიით საქმეში მხოლოდ ორი დანა ფიგურირებს. ამჯერად, შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მინიმუმ კიდევ ერთი ცივი იარაღი იყო საქმეში. გარდა ამისა იყო მეორე რეკომენდაციაც, რომელიც ეხება კიდევ ერთ პირთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას. ვფიქრობ, ასევე კომისია დღეს ისაუბრებს იმ საქმიანობაზე, რომელიც მათ აქამდე გასწიეს", - განაცხადა სალაძემ.
სალაძემ აღნიშნა, რომ აინტერესებს კომისიის წევრთა შეხედულება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებსა და საწყის ეტაპზე გამოძიების პროცესში შექმნილ „ჩავარდნაზე“.
„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, ეხება უშუალოდ შემთხვევის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. იყო გარკვეული ჩავარდნა. როცა კომისია იქმნებოდა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომელიც მას ჰქონდა, იყო იმის დადგენა, ხომ არ იყო დაშვებული რაიმე შეცდომები გამოძიების დროს. ამაზე კომისიას გარკვეული შეხედულებები უკვე აქვს. კითხვები ლეგიტიმურია ამ მხრივ. თუკი ამხელა გახმაურებულ საქმეზე ამდენი ტიპის პრობლემა არსებობს, შეგვიძლია მარტივად წარმოვიდგინოთ, სხვა ჩვეულებრივი გამოძიების დროს რამდენი პრობლემა შეიძლება იყოს", - განაცხადა სალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

