უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ივნისი, 2018 14:20
font-size

ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი არ აქვს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ჰკითხეს. კობახიძემ უპასუხა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმესთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებმა გამოავლინა ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური კულტურის პროგრესი საქართველოში.

„ამ საპროტესტო აქციებმა აჩვენა, რომ საქართველოში არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება განვითარდა, არამედ პოლიტიკური კულტურაც ჩამოყალიბდა. ჩვენ ამ კუთხით წარსულში გვქონდა დრამატული პრობლემები. მაშინ საპროტესტო აქციებისა და საზოგადოების პროტესტის შედეგად არცერთი მაღალჩინოსანი თანამდებობას არ ტოვებდა. ახლა ამ საპროტესტო აქციებზე მთავარი მოთხოვნა გამოძიების სწორად წარმართვა იყო. დემონსტრანტები მიიჩნევდნენ, რომ გამოძიებაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. სწორედ აქციების ფონზე თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა. ამან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, – განაცხადა კობახიძემ ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრის დროს.

მისივე თქმით, საქართველოში საზოგადოება ძალიან მგრძნობიარეა ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტების მიმართ, თუ მათ ამის შესახებ რაიმე ეჭვი უჩნდებათ.

„ჩვენ ვაფასებთ ამას, ვაფასებთ ხალხის ასეთ მაღალ მგრძნობელობას ადამიანის უფლებების დარღვევის სავარაუდო ფაქტებისადმი. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე აქციების დროს ჩვენ შევქმენით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ამ საქმეს განიხილავს. ასეთი რამ პირველად მოხდა საქართველოში, როცა მკვლელობის კონკრეტულ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია იქმნება და ამ კომისიაში უმრავლესობის სახით ოპოზიციაა წარმოდგენილი. ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ხელისუფლებას დასამალი არაფერი არ აქვს, არამედ პირიქით, – ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება სწორედ ჩვენ ინტერესებში შედის“, – განაცხადა კობახიძემ.

`8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს` - ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება

2 ივლისი, 2020 , 12:55

ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს. პოლიტიკური პარტიები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილე

ისტორიული პოლიტიკური პროცესი უნდა დაგვირგვინდეს დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნებით - გიორგი გახარია

2 ივლისი, 2020 , 12:30

პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ ისტორიულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო საკმაოდ რთული, დინამიური, ემოციური, მაგრამ როგორც შედეგი, ჩვენ გვაქვს ახალი საარჩევნო სისტ

ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა - სალომე ზურაბიშვილი

1 ივლისი, 2020 , 17:30

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფასილიტატორ ელჩებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ფასილიტატორ ელჩ

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

1 ივლისი, 2020 , 10:35

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, - ამის შესახებ „

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს შეხვდა

30 ივნისი, 2020 , 15:45

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გ

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და მედიას, თავი შეიკავონ პიროვნებებზე, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე თავდასხმისაგან - შვეიცარიის საელჩო

30 ივნისი, 2020 , 15:45

საქართველოში შვეიცარიის საელჩო საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი საარჩევნო სისტემა გაზრდის საზოგადოების სხვადასხვა ფენის, მათ შორის უმცირესობების წარმომადგენლობას პარლამენტის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე