უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2020 17:10
font-size

ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის და შეფერხება არ იქნება - ლევან დავითაშვილი

„დღეს, მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები სახეშეცვლილია, რაც უკავშირდება, ძირითადად, სავაჭრო შეზღუდვებს და არა იმას, რომ სურსათის მარაგები მცირეა. შეზღუდვები დააწესა ბევრმა ქვეყანამ. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმაც; ეს შეზღუდვა უკავშირდება ბურღულეულ პროდუქტს, ზოგიერთ ბოსტნეულს და ასევე, პირველადი საჭიროების ჰიგიენურ და სამედიცინო დახმარების საშუალებებს. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განვაცხადეთ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ველოდით ასეთ ვითარებას და მუშაობა დავიწყეთ ალტერნატიულ წყაროებზე, რათა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს პირველადი საჭიროების პროდუქტებით მომარაგება.

რაც შეეხება ხორბალს, რომელიც პირველადი საჭიროების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. რუსეთმა შეზღუდვები შემოიღო, მათ შორის ხორბალზეც. წესდება ლიმიტები, ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებული კვოტირება. თუმცა, რუსეთში კერძო კომპანიები, ძირითადი ექსპორტიორები და ექსპორტიორთა კავშირი აცხადებს, რომ დღეს რუსეთში არსებობს ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი და ასევე ელოდებიან ახალ მოსავალს. ზოგადად მსოფლიოში და განსაკუთრებით კი რეგიონში არის ხორბლის ჭარბი მოსავალი. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ფასები არ გაიზრდება და, შესაძლოა, შემცირდეს კიდეც. კვოტირების რეჟიმშიც კი, ჩვენ ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომლებიც საქართველოში ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფს დროის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებთ უფრო მკაცრ შეზღუდვებს ექსპორტთან დაკავშირებით, რომელსაც რაციონალური საფუძველი არ აქვს ჭარბი მოსავლიანობის გამო, ჩვენ გვაქვს წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე მარაგების შესავსებად. შესაბამისად, მოსახლეობას პური, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი პირველადი საჭიროების პროდუქტია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის ფასად. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ხორბლის მარაგებთან და შესყიდვებთან დაკავშირებით ქვეყანაში პრობლემა არ არის, შეფერხება არ იქნება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - გიორგი გახარია

25 მაისი, 2020 , 14:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნე

ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობისთვის ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

25 მაისი, 2020 , 14:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული ო.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პროკურატურიდა

დიდმა ბრიტანეთმა ქართველ მეზღვაურთა სერტიფიკატები აღიარა

25 მაისი, 2020 , 12:54

საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, ქართველ მეზღვაურებს უფლება მიეცათ, დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანა

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის მთლიანი საშუალო ხარჯი თვეში, წინა წლის იგივე მაჩვენებელზე, 4.8 პროცენტით მეტია

25 მაისი, 2020 , 12:11

2019 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ თვეში 1 251.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4 პროცენტით აღემატება. ინფორმაციას ამი

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

25 მაისი, 2020 , 10:50

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

25 მაისი, 2020 , 10:15

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ზემო ხალაწანიდან 5 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავდე 3,6 მაგნიტუდას, სიღრ