უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ნოემბერი, 2018 14:05
font-size

ხუდადოვის ქუჩაზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები, აქცია გაიმართება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები აქცია გაიმართება.

,,18 ნოემბერს, კვირას, 14:00 საათზე, თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე, ერთ-ერთ შავ მონაკვეთზე, სადაც ხშირად იმართება ე.წ. არალეგალური რბოლები „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუჩის აქციას გამართავს.

დღის მთავარი გზავნილია “გზებს აქვთ ისტორიები” - ისინი ყვებიან ამბებს, რომელთა ნაწილი ტრაგიკულად სრულდება. გზებზე უსაფრთხოების ამაღლება შეამცირებს ტრაგიკულ ისტორიებს.

ღონისძიების მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები თავიდან აცილებადია და მათ შესამცირებლად მოქმედებაა საჭირო - უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღალლება.
აღნიშნული გზის მონაკვეთი საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის წარმოადგენს მაღალი რისკის ზონას, სადაც ხდება მაღალი სიჩქარის განვითარება, შესაბამისად საჭიროა პრევენციული ზომების გატარება უსაფრთხო ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი მრბოლელები, ხუდადოვის ქუჩის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მოეწყობა მრბოლელებსა და მოსახლეობას შორის საუბარი გზებზე უსაფრთხო გადაადგილების და რისკების შესახებ. ავტოავარიების ადგილას გარდაცვლილთა პატივსაცემად მათ სახელზე დაირგვება ხეები.

ავტოავარიებში დაღუპულთა ხსოვნის დღე მსოფლიო მასშტაბით 2005 წლიდან აღინიშნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გაეროს (UN) მიერ.

შეკრების ზუსტი ადგილი - ხუდადოვის ქუჩა, გაჩერება ID #2260

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ გლობალური გვერდის ბმული:

https://worlddayofremembrance.org/, - ნათქვამია აქციის ორგანიზატრების განცხადებაში.

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი