უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

24 სექტემბერი, 2016 20:57
font-size

ხულოში „გოდერძის სუბალპური ბაღი“ გაშენდება

ხულოში ალპური ბოტანიკური ბაღი გაშენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტის განსახორციელებლად გადაცემული მიწის ნაკვეთი დაათვალიერა და ბაღის შესახებ მონაცემებს გაეცნო. ალპური ბოტანიკური ბაღის შესახებ პრეზენტაცია ბოტანიკური ბაღის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინატორმა, ზურაბ მანველიძემ და ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირაკლი არჩაიამ წარმოადგინეს.

პრეზენტაციისას ნაჩვენები იყო მონაცემები ალპური ბაღის მომავალი იერსახის, ინფრასტრუქტურისა და ლანდშაფტური დაგეგმარების შესახებ. ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილია საოფისე და საინფორმაციო სივრცის მოწყობა, ძირითადი უბნების ფორმირება, ტურისტული ბილიკებისა და გზების მარკირება.
„გოდერძის სუბალპური ბაღი“ გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. “შქერნალის” ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება.

ბაღი ესაზღვრება მდ. ქვაბლიანის ხეობას. შერჩეული ტერიტორია მოიცავს 10 ჰა-მდე ფართობს ფერდობებით, გავაკებებებით, ჭარბტენიანი მონაკვეთებით, ბუნებრივი ტბით, წყაროთი და ნაკადულით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მომავალი ბაღის ტერიტორიაზე სიმბოლურად ახალი ნერგები დარგეს.

ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას, სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს.

ბაღში განხორციელდება მაღალი მთის ეკოსისტემების შემსწავლელი სამეცნიერო-საველე ექსპედიციები, რაც ხელს შეუწყობს მაღალიმთიან აჭარაში, ბიოლოგიისა და აგროეკოლოგიის პროფილის მქონე ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებას.

ალპური ბოტანიკური ბაღის დაარსება დიდ პერსპექტივებს შეჰქმნის აჭარის მაღალმთიანეთის ტურისტული პოტენციალის ათვისების და მრავალფეროვნების მიმართულებით.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი