უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

20 ივნისი, 2022 09:38
font-size

ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის 18-19 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში აღმართეს უკანონო ინსტალაცია.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი, მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

“უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 107-ე შეხვედრა გაიმართა

7 ივნისი, 2022 , 17:43

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 107-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენ

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის „განკარგულება“ შეაჩერა

31 მაისი, 2022 , 08:19

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ დანიშვნის „განკარგულება“ შეაჩერა რუსეთთან კონსულტაციების დასრულებამდე. ამ

გვაქვს მკაფიო პოლიტიკა, არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს - ირაკლი კობახიძე

14 მაისი, 2022 , 16:18

ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო, აქე

ანატოლი ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

14 მაისი, 2022 , 08:51

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე - მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად

27 აპრილი, 2022 , 18:33

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზ

საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლავ წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია - სუს-ი

18 აპრილი, 2022 , 16:31

2021 წელს გამოიკვეთა სახიფათო ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ცალკეულმა წარმომადგენლებმა ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის კრიტიკულად შეზღუდვა განიზრახეს. აღ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი