უკან
უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კონფლიქტის ზონა
29 სექტემბერი, 2018 15:55
ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის ქალი გაიტაცეს
სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი, 37 წლის მაია ოთინაშვილი გაიტაცეს.
როგორც სოფლის მცხოვრებლები ყვებიან, მაია ოთინაშვილი გამყოფ ხაზთან ახლოს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა ის დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის ოჯახს, ჯერჯერობით, არავინ დაკავშირებია.