უკან

საზოგადოება

20 ივნისი, 2019 12:20
font-size

ხუთი მიზეზი რატომ აღარ უნდა იყოს გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - ნაზი ჯანეზაშვილი

დაახლოებით ერთი თვის წინ გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაინიშნა უვადო მოსამართლედ, ანუ 2047 წლამდე. ახლა კი მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით, რომელიც მისმა კანდიდატობამ გამოიწვა, ცდილობს, გაიკვლიოს გზა და ამავე ვადით უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი იმ 5 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ აღარ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი.

„1.გიორგი მიქაუტაძე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს, რომლის ვალდებულებაა კანდიდატების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით. ეს სტატუსი მას სხვა კანდიდატებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს;

2.გიორგი მიქაუტაძეს ხელი მიუწვდება სხვა კანდიდატების მიერ ელექტრონულად შევსებულ ყველა განაცხადზე და თანდართულ დოკუმენტზე, რომელიც მათ საბჭოში წარმოადგინეს. ცხადია, ეს სხვა კანდიდატებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს;

3. გიორგი მიქაუტაძე ვალდებულია კენჭისყრის ჩატარების შემდგომ ხელი მოაწეროს შესაბამის ოქმს, კანონი არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატივას. მის კანდიდატად დარჩენის შემთხვევაში იქმნება ჩიხი, რაც აზიანებს მთლიანად შერჩევის პროცესს;

4.გიორგი მიქაუტაძემ, ნაცვლად სავალდებულოდ დადგენილი 3 რეკომენდატორისა განაცხადში მიუთითა ორი, რის საფუძველზეც მას არ უნდა გადაელახა პირველი ეტაპი. თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, როგორც მოსალოდნელი იყო, იგი კანდიდატის სტატუსით შემდგომ საფეხურზე დარღვევით გადავიდა;

5. გიორგი მიქაუტაძემ 7 ივნისის სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საბჭომ უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება და სხდომის თავმჯდომარედ აირჩია მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცედურას კანონი არ ითვალისწინებს.

„მიმაჩნია, რომ გიორგი მიქაუტაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ყოფნა, აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს და ჩრდილს აყენებს მთლიანად შერჩევის პროცესს. ამიტომ მიქაუტაძემ უნდა მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, ვიდრე ყველაფერი დასრულებული არ არის, და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა“,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

“დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატის შემდგომ ეტაპზე გადაყვანის მიზნით ფარულ კენჭისყრას ჩაატარებს. ჩატარებული კენჭისყრის საფუძველზე შერჩევის შემდგომ ეტაპზე, 139 კანდიდატიდან 50 საუკეთესო შედეგის მქონე გადადის. ამის შემდგომ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე სიის გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების მოსმენა იწყება“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი