უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 სექტემბერი, 2017 16:09
font-size

ხვალ 6 საათზე პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ უკანონობა - ელენე ხოშტარიამ აქცია დააანონსა

ხვალ, 18 საათზე პუშკინის სკვერში „ევროპულის საქართველო“ აქციას გამართავს, თბილისის საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, რომელიც ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება. კერძოდ, საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა.

„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკრებულო ემორჩილება ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძის ბიზნესინტერესებს. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ თაბორის მთის მონაკვეთი უკვე შემოღობილია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ არაა ოფიციალურად გადაცემული საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრისთვის.

„ჩვენ ვიმყოფებით თაბორის მთაზე, რომელიც ეკუთვნის თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, რომელიც არის უძვირფასესი ადგილი, სადაც ყვავის ხეები, სადაც შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი ფარისეველი კალაძისგან განსხვავებით, რომელიც გველაპარაკება ვითომ ხრჩობაზე და გვანახებს დაფოტოშოპებულ მწვანე ადგილებს. დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ და რადგან ბიძინა ივანიშვილს მოუნდა, რომ თავისი ეზო გაიფართოვოს, გუშინ საკრებულომ , ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის მორჩილებით, უკანონოდ დაუშვა აქ მშენებლობები და ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადასაცემად, რომ ჩვენ, თბილისელებს წაგვართვან ჩვენი კუთვნილი ადგილები.

ზუსტად ასე, მან არ იკმარა 397 000 მ2, რომელიც მან ქალაქს წაართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ასეთივე უკანონო მორჩილებით და ბოლომდე სურს, ეს გზა გაიფართოვოს.

ეს ტერიტორია, რომელიც კანონით ჯერ არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, რამდენიმე ხანში უმზადებენ გადასაცემად, უკვე შემოღობილია, იმიტომ რომ ამ გუნდისთვის, კალაძისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის კანონი არის მათი კორუფციული სურვილების შესრულების გზა და არა ჩვენი ქალაქის ცხოვრების უზენაესი წესი.

ზუსტად ასე, მან ქალაქის შუაგულში, პუშკინის სკვერში გადაწყვიტა, რომ თავის სასტუმროს მოუწყოს 1900 მ2-ზე პარკინგი. მან პირდაპირ წერილში მოითხოვა, რომ 1 ლარად მას ქალაქმა გადასცეს პარკინგი, რომ მან კომფორტულად იგრძნოს თავი.

სწორედ ამიტომ ჩვენ არ ვგაქვს უფლება, ამას შევეგუოთ და „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ყველას, ხვალ 6 საათზე პუშკინის სკვერში გავაპროტესტოთ ეს უკანონობა, გავაპროტესტოთ დამოკიდებულება ჩვენი ქალაქის მიმართ და კანონის მიმართ. ვუთხრათ არა იმას, რომ ვინმემ ოდესმე მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები, ასე გადაუსვას ხაზი კანონს.

რა თქმა უნდა, მთავარი პროტესტი, მთავარი პასუხი კალაძის კორუმპირებულობაზე, ბიზნესინტერესებისთვის, რომელიც ახლა იბრძვის ამ ბიზნესინტერესების გატარების ინსტრუმენტებისთვის, რომელიც იბრძვის, რომ დამატებით მიიტაცოს საკუთარი თავისთვისა და ბიზნესისთვის, მთავარი „არა“ იქნება 21 ოქტომბერს, როცა დასრულდება არა მხოლოდ ამ ჯგუფის უკანონობა, არამედ დაესმევა წერტილი ოდესმე საქართველოში ისეთ მთავრობებს, რომლებიც ემსახურებიან პირად ინტერესებს, ბელადებს და ჩვენ გვეყოლება საკრებულო და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც იქნება ანგარიშვალდებული ადამიანების მიმართ, რომელიც ზრუნავს ქალაქზე და არა თავის კორუფციულ ინეტერესებზე, რომელიც ემსახურება ქალაქს, ემსახურება და ემორჩილება კანონს და ვერასდროს ვერცერთი მერი და ვერცერთი თვითმმართველი ვერ გაბედავს, რომ მიიტაცოს და დააზარალოს ჩვენი ქალაქი“, -განაცხადა ხოშტარიამ.

ანა მებურიშვილი

იცნობთ თუ არა რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას მთელს სამყაროში, სადაც ფასების რეგულაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს? ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ არსებობს - ნუგზარ წიკლაური

23 იანვარი, 2026 , 10:38

როდესაც ქვეყანა 5 მილიარდს იხდის საჯარო მოხელეების ხელფასებში, 500 მილიონს იხდის მხოლოდ პრემიებში და ენით აღუწერელია ფუფუნება, რომელშიც ცხოვრობენ მინისტრები და ამ ვითარებაში, როდესაც ეს ზღვარდაუდებელი სიხარბე უკვე მ

ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, რასაც საუბრობენ ისინი ევროპასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჭეშმარიტებაა და ამიტომ არის სრული თანხვედრა - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:49

ჩვენ აბსოლუტურად ვიზიარებთ ამერიკული ადმინისტრაციის პოზიციას და არათუ ვიზიარებთ, პრაქტიკულად, სწორედ, ამერიკული ადმინისტრაცია იმეორებს იმ ყველაფერს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით განსაკუთრებით 2022 წლის დასაწყისიდან მოყოლებული,

ვფიქრობ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, აპრილის ბოლომდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:46

ვფიქრობ, რომ სივრცე არსებობს ფასების შემცირებისთვის, სერიოზული სამუშაო არის ამისთვის ჩასატარებელი, ამაში დაგვეხმარება პარლამენტიც, სადაც შეიქმნება შესაბამისი კომისია და საჯაროდ წარიმართება პროცესი და მოსახლეობას შეეძლება

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავს მაღალ ფასებს, ფიქრობენ, რომ თუ ფასები იქნება მაღალი, მოსახლეობის კმაყოფილების დონე იქნება შედარებით დაბალი და ამაში ხედავენ შანსს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:19

ოპოზიცია არ იცავს ბიზნესს, სინამდვილეში იცავენ მაღალ ფასებს, ისინი არიან მაღალი ფასების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ოპ

ჩვენ განსაკუთრებით ვდარდობთ ევროპაზე, რადგან ჩვენი თავი მიგვაჩნია ევროპული სივრცის ბუნებრივ ნაწილად და ვხედავთ, რომ ევროპა და ევროკავშირი გადის ძალიან მძიმე პროცესებს - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:14

თავისთავად საინტერესო პროცესები წარიმართება, ბუნებრივია, იოლად პროგნოზირებადი არ არს ამ პროცესების გაგრძელება, თუმცა, რაც ძალიან საინტერესოა, ბოლოდროინდელმა პროცესებმა ძალიან ბევრი რამ ამხილა, მათ შორის ბევრი ისეთ რამ, რ

ჩვენ არა მარტო პოლიტიკოსებთან ვართ მზად დისკუსიებისთვის, არამედ საზოგადოების წარმომადგენლებთანაც - ირაკლი კობახიძე

23 იანვარი, 2026 , 09:09

ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ეს რადიკალური დღის წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი