უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

10 ივლისი, 2019 16:05
font-size

ხვალ, ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიება ევროკომისიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული მმართველობისა და ეკონომიკის ცენტრის თანაორგანიზებით იმართება.

როგორც „მედიანიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

უწყების ცნობით, საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველად შეიქმნა საინვესტიციო პროექტების კატალოგი, სადაც ექვსივე მონაწილე ქვეყნის -აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კერძო და სახელმწიფო სექტორებიდან საინვესტიციო პროექტები იქნება წარმოდგენილი. კატალოგი ინვესტორებს ევროკავშირიდან საშუალებას მისცემს, დეტალურად გაეცნონ მათ და დაინტერესების შემთხვევაში, წარადგინონ საინვესტიციო წინადადებები.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი მნიშვნელოვანია, როგორც კიდევ ერთი პლატფორმა საქართველოს საერთაშორისო, კერძოდ ევროპულ სტრუქტურებში ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ის მაღალი დონის საერთაშორისო ტრიბუნაა ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის საპრეზენტაციოდ. ამასთან, ფორუმი საერთაშორისო ინვესტორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განაცხადის ფორმა, რომელიც კომპანიებმა საქმიანობის გასაგრძელებლად ნებართვის მისაღებად უნდა შეავსონ - ნათია თურნავა

3 აპრილი, 2020 , 15:55

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა უწყებების ჩართულობით, უკვე დაასრულა მუშაობა სპეციალური აპლიკაციის ფორმებზე. აპლიკაციები განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვი

აგარაში წარმოების განახლებით ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შევძლებთ - ნათია თურნავა

3 აპრილი, 2020 , 15:00

ჩვენ დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით და მხოლოდ ერთი წარმოების მუშაობის განახლებით, თითქმის ნახევრამდე, 50%-ით საკუთარი რესურსით უზრუნველვყოთ ადგილობრივ ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, - ამის

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახალ ამოცანებზე გადაეწყობა - ნათია თურნავა

3 აპრილი, 2020 , 15:00

„ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა კრიტიკულად აუცილებელი პროდუქტებით. ყველგან, სადაც გ

გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს დაავალა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის ამუშავდება „აგარის შაქარი“

3 აპრილი, 2020 , 12:40

დღეს ჩვენ ფაქტობრივად ორ ფრონტზე ვიბრძვით - პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე - ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დ

საქართველოს ეკონომიკა კოვიდ-19-ის გამოწვევებს 2021 წელს 4.5%-იანი ზრდით უპასუხებს - ADB

3 აპრილი, 2020 , 10:20

2021 წელს, საქართველო ეკონომიკურ გაჯანსაღებას გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე საზღვარგარეთიდან აღდგენილი გადმორიცხვებით შეძლებს. როგორც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშშია აღნიშნ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1813 ლარი გახდა

2 აპრილი, 2020 , 17:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2413 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ