უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

23 თებერვალი, 2017 15:15
font-size

ხვალ ბიზნესის, ტურიზმისა და ჰაი-ტექის სფეროებში საქართველო-ისრაელის თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართება

ხვალ, 24 თებერვალს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (წვეულებათა დარბაზი N2, მეორე სართული) საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლი“ ისრაელიდან ჩამოსული 100-მდე სტუმრის - ისრაელის მედიის წარმომადგენლების, ექსპერტების, ბიზნესმენების, ფინანსისტების, იურისტების, ისრაელში საზოგადოებრივი აზრის შემქნელების მონაწილეობით, გამართავენ 2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია და ისრაელის კომპანია „დორონ თრეველის“ ხელმძღვანელობა. დავით ნარმანია ისრაელელ სტუმრებს გააცნობს თბილისის საინვესტიციო პოტენციალს და იმ საინვესტიციო პროექტებს, რომელსაც თბილისის მერია საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობით განახორციელებს, როგორც გასული წლების წარმატებული ორმხრივი ვიზიტების გაგრძელებას.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და „ისრაელის სახლის“ სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს საქართველოს კიდევ უფრო უკეთ გაცნობას ისრაელისა და მსოფლიო ებრაელობისთვის, მისი პოტენციალის წარმოჩენა-პოპულარიზაციას.

ბიზნეს პალატის ხელმძღვანელისა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის, იციკ მოშეს თქმით, საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, წელს საქართველოს კიდევ ეწვევა საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი 500-მდე წარმომადგენელი ისრაელიდან, ხოლო კომპანია „დორონ თრეველი“ ისრაელიდან 10 ათასი ტურისტის შემოყვანას გეგმავს. ისრაელელებისა და მსოფლიო ებრაელობისთვის შემუშავდა ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ახალი მარშრუტიც. მასში მოექცევა თბილისში ქართველი შინდლერების ხსოვნის პარკიც, რომელის გახსნაც, „ისრაელის სახლის“ ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, წელს, გაზაფხულზე იგეგმება.

საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატა წელს ორგანიზებას გაუკეთებს, აგრეთვე, ორ ბიზნეს ფორუმს, ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის დავალებით აქტიურად ჩაერთვება ისრაელ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

2017 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე საუბარი შეეხება აგრეთვე, ჰაი-ტექსა და სოფლის მეურნეობაში ისრაელის წარმატებული მოდელების გადმოტანას, ისრაელიდან ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ახალ ბიზნესპროექტებს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ღონისძიებას ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე წარუძღვება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

17 ნოემბერი, 2018 , 09:00

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის თვის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

16 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6727 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.91 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) ასოცირებული წევრი გახდა

16 ნოემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) წევრობა, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,

თბილისის მერიამ საკრებულოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა

16 ნოემბერი, 2018 , 12:15

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე შევიდა. თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება და ის 871 მილიონი იქნება. "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განც

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ნოემბერი, 2018 , 09:00

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`