უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 მაისი, 2017 18:40
font-size

ხვალ დილის 11:00 საათიდან თბილისში შესაძლოა გაზის სპეციფიური სუნი დაფიქსირდეს

30 მაისს დილის 11:00 საათიდან თბილისში შესაძლოა გაზის სპეციფიური სუნი დაფიქსირდეს.

როგორც „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებია.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აგრძელებს გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ავტომატური ოდორიზაციის კვანძები გაჩიანისა და გლდანის გაზგამანაწილებელ სადგურებში დამონტაჟდა, რომლებიც მიმდინარე წლის 30 მაისს დილის 11:00 საათიდან ტესტირების რეჟიმში ჩაირთვება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში დაფიქსირდეს ოდორანტის მცირე სუნი. აღსანიშნავია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი გაზისთვის სპეციფიური სუნის მისაცემად, რათა გაჟონვის შემთხვევაში დროულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას. ამ დრომდე ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდებოდა. უახლოეს მომავალში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით საქართველოს ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური აღიჭურვება“,- ნათქვამია განცხადებაში.

მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ივლისი, 2020 , 14:01

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვ

მთავრობა მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე - გიორგი გახარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძით და შოთაძით გაბლატავებული ბიჭები - ელენე ხოშტარია

9 ივლისი, 2020 , 12:30

წესიერ მოქალაქეებს კლავენ და ასახიჩრებენ ფარცხალაძე-შოთაძით გაბლატავებული ბიჭები, დამარცხდებით მონებო! – წერს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში. “ამ მთავრობას ა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

9 ივლისი, 2020 , 12:30

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 968 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება

9 ივლისი, 2020 , 11:55

13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქ

ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა

9 ივლისი, 2020 , 10:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა, საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას შსს-ს მომსახურ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე