უკან

რეგიონები

18 მაისი, 2019 11:40
font-size

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომკალ, მომკალ... “ ერთ მოქმედებად დგამს.
თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ორი მეზობლის, ხანდაზმული ქვრივი ქალბატონის მარტოობის და გაუცხოების პრობლემას ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლით წარმოადგენს. ადამიანების სჭირდებათ ყურადღება, თუმცა საზოგადოება გარკვეული ასაკის შემდგომ მარტო ტოვებს ადამიანს საკუთარ თავთან და ეს უდიდეს გაუცხოებას, შინაგან ტკივილს ბადებს.

ტკივილნარევი იუმორით, მწარე სარკაზმით ვხედავთ, თუ როგორი რთულია სიმარტოვე და ყურადღების ნაკლებობა საზოგადოებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიე. ორმოც წელს გადაცილებული ქვრივი ქალბატონები, რომელთაგან ერთს შვილიც ჰყავს, განიცდიან მარტოობას, სულიერ და ფიზიკურ ტკივილს. მათ სჭირდებათ ყურადღება, სურთ, რომ ირგვლივ მყოფები ამჩნევდნენ. სიმარტოვე ათასგვარ ფანტასმაგორიულ ფიქრებს აღძრავს, შესაძლოა ბუნებრივი აირის კონტროლიორი სექსუალური მანიაკიც კი გეგონოს, მაგრამ მიუხედავად ამისა მოუთმენლად ელოდო მის გამოჩენას.

სოციალური კომედია მაყურებელს ღიმილთან და განტვირთვასთან ერთად, ბევრ ცხოვრებისეულ რეალიებზე დააფიქრებს დამდგმელი რეჟისორი. რეჟისორთან რამაზ იოსელიანთან ერთად დადგმაზე მხატვარმა ანანო დოლიძემ იმუშავა. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორი ეკა კულუაა.

საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ ფოთის თეატრის უფროსი და საშუალო თაობის მსახიობები: ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარადჭერით ჩოხატაურში ღვინის მარანი აშენდა

7 ივლისი, 2020 , 14:10

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით ჩოხატაურის სოფელ ზემოფარცხმაში ღვინის მარანი აშენდა. მარანში 4 ქვევრი განთავსდება თითოეულის მოცულობა 700 ლიტრია. ქვევრები კომპანიამ უკვ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

7 ივლისი, 2020 , 10:40

“საქართველოს ბანკი” მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს “ვივის” თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა. მა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ხაშმში ღვინის ქარხანა აშენდა

6 ივლისი, 2020 , 17:35

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნებლების მონაწილეობით სოფელ ხაშმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის ქარხანა აშენდა. კომპანია უკვე აწარმოებს ცხრა

მესტიის სოფელ ხაიშთან ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

6 ივლისი, 2020 , 10:40

ამ დროისთვის ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, პირველა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეობა ხარებამ ვენახები გააშენა

6 ივლისი, 2020 , 10:40

საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა. სწორედ ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს ღვინის სექტორის წახალისებას. საქართველოს ბანკისა და ხარება ჯგუფში შემავალი კომპანიების

ონში მდინარე რიონზე ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

4 ივლისი, 2020 , 17:21

"არა ონის კასკადს", "დაიცავი რაჭა"- ამ მოწოდებებით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ონში ჰესის მშენებლობა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე