უკან

ეკონომიკა

13 ნოემბერი, 2016 19:47
font-size

ხვალ გლობალური მეწარმეობის კვირეული იხსნება

14 ნოემბერს ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) 10:00 საათზე გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ქართული სტარტაპები, სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. გახსნის ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ მოისმინონ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაეცნონ მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს. სტარტაპებს შორის იქნებიან საინვესტიციო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც თავიანთ პროექტებს დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.

მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიების მეორე ეტაპი პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომლის თემა სახალხო დაფინანსება (ქრაუდ ფანდინგი) იქნება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს

3 ივლისი, 2020 , 16:00

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოება

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა

2 ივლისი, 2020 , 17:05

დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0417 შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის მინისტრს ავალებს, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართულობა უზრუნველყოს

2 ივლისი, 2020 , 14:35

იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო საქემთა სამინისტრო, ისევე, როგორც ეკონომიკის სამინისტრო დღეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია და ამასთან ერთად ჩვენ ბევრი ინფორმაცია შემოგვდის ჩვენი მოქალაქეებ

საქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

2 ივლისი, 2020 , 12:24

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური თანამონაწილეობით და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობით კომპანია „ყვარლის სარდაფმა“ კახეთში ვენახის გაშენებისა და ახალი ტექნიკის შეძენის

„ვიზეარი“ რჩება საქართველოში და აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას - ნათია თურნავა

1 ივლისი, 2020 , 14:40

მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და ვუთხრა, რომ „ვიზეარი“ არსად გადის, საქართველოში თავს კომფორტულად გრძნობს, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მო

მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა - „საქსტატის“

30 ივნისი, 2020 , 12:10

წინასწარი შეფასებით, მაისში საქართველოს ეკონომიკა 13.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-მაისის საშუალო რეალური ზრდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე