უკან

საზოგადოება

30 მარტი, 2020 18:56
font-size

ხვალ ყველა სანოტარო ბიურო და იუსტიციის სახლი დაიკეტება, გამოქვეყნდება პირობები, რითაც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს და ხვალ ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტება.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხვალ დღის ბოლოს გამოქვეყნდება ის თავისებურებები და განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ მუშაობას.

„როგორც უწყების ხელმძღვანელს განცდა გამიჩნდა, რომ ზოგიერთი სანოტარო ბიუროს ფუნქციონიერება იყო წინააღმდეგობაში იმ რეკომენდაციებთან, რომელიც გასცა უწყებათაშორისმა საბჭომ. უფრო მეტიც, ბოლო დღეებში მქონდა შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ნოტარიუსს ან ნოტარიუსის თანაშემწეს გაუჭირდა ფეხი აეწყო იმ საფრთხისთვის, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს ყველა სანოტარო ბიურო დაიკეტა. ისინი დაკეტილი დარჩება ხვალაც. დღეს და ხვალ დაკეტილი არის და იქნება ყველა ფრონტ-ოფისი, რეესტრებისა და იუსტიციის სახლებისა, მაგრამ აქვე მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი, რადგან სერვისების გაცემა უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სანოტარო მომსახურების, დაგვჭირდება დღევანდელი და ხვალინდელი დღე იმისთვის, რომ შევძლოთ ხვალ დღის ბოლოს გამოვაქვეყნოთ ის თავისებურებები და განსაკუთრებული პირობები, რომლებშიც ნოტარიუსები, იუსტიციის სახლები, რეესტრები გააგრძელებენ შეძლებისდაგვარად მუშაობას, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება ყველაფრის მიუხედავად მაინც შეძლოთ. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ექნება ხვალ სამუშაო დღის ბოლოსთვის კონკრეტული პასუხები, გამოქვეყნდება ის ლოკაციები შეზღუდული ოდენობით, სადაც შესაძლებელი იქნება სანოტარო მომსახურების მიღება და გამოქვეყნდება ფრონტ-ოფისების ფილიალების სია, რაც იქნება შეზღუდული ხარისხით, მაგრამ მაინც გახსნილი, რათა ეკონომიკური საქმიანობა არ გაჩერდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი