უკან

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2018 12:40
font-size

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 15% ხმას არავის არ მისცემდა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულიყო, გამოკითხულთა 12 % „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა ხმას, 10% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.

გამოკითხულთა 32%-მა განაცხადა, რომ არ იცის, ვის მისცემდა ხმას, ხოლო 15%-მა თქვა, რომ არცერთ კანდიდატს არ დაუჭერდა მხარს.

გამოკითხულთა 6%-მა განაცხადა, რომ ხმას მისცემდა გიორგი მარგველაშვილს, კიდევ 6% - დავით ბაქრაძეს, 4% - შალვა ნათელაშვილს, 7% - სხვა კანდიდატს.

NDI-მ განმარტა, რომ ამ კითხვის დასმისას გიორგი მარგველაშვილი ნახსენები იყო საპრეზიდენტო კანდიდატების ჩამონათვალში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1.9%-ია.

საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა

22 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა, სადაც ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვა. საქართველოს საგარ

მატყუარა ხელისუფლებას რა ელოდება არჩევნებზე, ამას ვნახავთ - რომან გოცირიძე

21 თებერვალი, 2020 , 17:20

“ყველამ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი - ტყუილი - ყოველ ნაბიჯზე გამოიყენება,” - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე. მისი თქმით, გაერთიან

მმართველ გუნდთან დიალოგს აზრი არ აქვს - სერგი კაპანაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

“ჩვენ ჩვენი შეთავაზებები წარვუდგინეთ და მათ ამაზე საპასუხოდ დაიჭირეს ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და აპირებენ სხვების დაჭერას. ამ ვითარებაში დიალოგს აზრი არ აქვს,” - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სე

თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება - მამუკა მდინარაძე

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას. თუ პასუხი არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქ

პოლიტიკაში ერთს პლიუს ერთი ყოველთვის არ არის ორი - თემურ შაშიაშვილი

21 თებერვალი, 2020 , 14:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ხელოვნური პოლიტიკური გაერთიანებებისა და ბლოკების მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.  მისი თქმით, სწორედ პოლიტიკურმა ბლოკებმა და გაერთიანებებმა „ყველა ერთის წინააღმდე

კრიზისის დასაძლევად საქართველოს ფსიქოლოგიის შეცვლა სჭირდება - ჰოლ ჰოლი

21 თებერვალი, 2020 , 13:21

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საქართველოს მთავრობის მიმართ რამდენიმე კრიტიკული განცხადება გაკეთდა. სენატიდან და წარმომადგენელთა პალატიდან ოფიციალურ თბილისს არაერთი წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`