უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

28 დეკემბერი, 2016 16:50
font-size

ხვალ საქართველოში ძლიერ ქარს და მცირე ნალექს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის მცირე ნალექსა და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში, დროგამოშვებით შესაძლებელია ზოგან 28 მეტრ/წამამდეც. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +10, +15; მთაში +3, +8; მაღალ მთაში -2, +3 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგან შესაძლებელია მცირე თოვა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, გორი-სურამის მონაკვეთზე შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: +2, +7; მთაში 0, +5; მაღალ მთაში -3, +2 გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია მცირე ნალექი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დედაქალაქში ხვალ +4 გრადუსი იქნება.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართა

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

გუშინ, თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგა.  კონცერტს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო.

ევროპის მოედანზე The Tiger Lillies კონცერტი გაიმართება

21 სექტემბერი, 2018 , 11:20

21 სექტემბერს, 21:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ჯგუფი The Tiger Lillies ევროპის მოედანზე მსმენელის წინაშე წარდგება. The Tiger Lillies 1989 წელს შეიქმ

თბილისში მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს

18 სექტემბერი, 2018 , 11:10

21 სექტემბერს ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის პრემიერი, ქართველი ბანი მიხეილ კოლელიშვილი იმღერებს.  მიხეილ კოლელიშვილი კონსერვატორიის დარბაზში სოლო კონცერტს სა

„ეს იქნება კონცერტი ყველასთვის“ - „თბილისის ცის ქვეშ“ ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება

16 სექტემბერი, 2018 , 14:45

დედაქალაქის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი გაიმართება. ქეთი მელუა საქართველოს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივ

16 და 17 სექტემბერს საქართველოში მცირე ნალექს ელიან

16 სექტემბერი, 2018 , 09:00

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 სექტმებრისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის

16 და 17 სექტემბერს საქართველოში მცირე ნალექს ელიან

15 სექტემბერი, 2018 , 14:45

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 სექტმებრისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 16 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`