უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 აპრილი, 2018 11:55
font-size

ხვალ სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება

23 აპრილს, თბილისში, სომეხთა გენოციდის 103-ე წლისთავს მიძღვნილი საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაიმართება. ჩირაღდნებითა და სანთლებით საპროტესტო მსვლელობა დაიწყება 20:00-ზე, „ვაკის პარკის“ შესასვლელთან და დასრულდება თურქეთის საელჩოსთან (ი. ჭავჭავაძის გამზირი 35), სადაც გაიმართება ხანმოკლე მანიფესტაცია.

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს ინფორმაციით, 24 აპრილს, 14:00-ზე, თბილისში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო მანიფესტაცია გაიმართება. საპროტესტო აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას მიმართავენ აღიაროს 1915-23წწ. ჩადენილი დანაშაული, შეწყვიტოს სომეხი ერის წინააღმდეგ მიმართული გენოციდალური პოლიტიკის წარმოაბა. აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარების პროცესი, შეუერთდეს ევროპარლამენტის რეზოლუციას და დაგმოს თურქეთის გენოციდალური პოლიტიკა.

2015 წლის 15 აპრილს ევროპარლამენტმა სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებული სპეციალური რეზოლუცია მიიღო (2015/2590(RSP)), რომლითაც ევროპის კავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს (მათ შორის ასოციირებულ წევრებს) ეროვნულ პარლამენტს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ფაქტის აღიარებასა და დაგმობას მოუწოდებს.

ცნობა: 1915–1923 წლებში ჯერ ოსმალეთის თურქეთის, ხოლო შემდგომში თურქეთის რესპუბლიკის მოერ განხორციელებული სახელმწიფო გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2,000,000-ზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა. თურქეთის ხელისუფლების მიერ 1915–1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდი -დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე. ჯერ კიდევ 1915 წლის მაისში დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და რუსეთმა ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდნენ, რომლითაც თურქეთში მიმდინარე სომეხი ერის განადგურებას „კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ახალ დანაშაულს“ უწოდებდნენ. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები იყო განხილული 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. სომეხთა გენოციდის დამამტკიცებელია ასევე 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.

სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943წ. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“.

დღეისათვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. – ნათქვამია საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი