უახლესი ამბები
- 13.04.2021 13:34ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
- 13.04.2021 13:27მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა
- 13.04.2021 12:07სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
- 13.04.2021 11:37იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.3 პროცენტით შემცირდა
- 13.04.2021 11:21სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- 13.04.2021 11:18რუსეთი თურქეთთან ავიამიმოსვლას დროებით აჩერებს
- 13.04.2021 11:13მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
- 13.04.2021 10:59კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
- 13.04.2021 10:49საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- 13.04.2021 10:42ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო
არქივი
საზოგადოება


ხვალ თბილისში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
5 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. საღამოს, რომელიც „ისრაელის სახლისა“ და ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის (AEPJ), ორგანიზებით ჩატარდება, დაესწრებიან ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური, საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი.
ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე გაუძღვება.
ყოველწლიურად, 5 სექტემბერს ევროპის ქვეყნებში ებრაული კულტურის დღეებს სხვადასხვა ღონისძიება ეძღვნება. ის საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება.
წელს საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით კი, „ისრაელის სახლი“ საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტს ხელმძღვანელობს. „ისრაელის სახლმა“ შესაბამისი მანდატი მ.წ. მარტში ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ ფორუმზე მიიღო.
ხვალინდელ ღონისძიებაზე დაგეგმილია „ისრაელის სახლი“ თაოსნობით საქართველოში მიმდინარე, ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის პრეზენტაცია. „ისრაელის სახლი“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს, აგრეთვე, ინიციატივას, რომელიც ისრაელში მოქმედი სარას ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ებრაული წიგნების მუდმივმოქმედი კუთხის გახსნას ითვალისწინებს.
ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემატურად მრავალფეროვანი იქნება. სიტყვით გამომსვლელები ისაუბრებენ საზღვარგარეთ ისრაელის წარმოდგენასა (ჰასბარა) და ქვეყნებთან პირდაპირ კავშირებზე (ხილიკ ბარ), ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტის მნიშვნელობაზე (თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ჩოგოვაძე, იციკ მოშე), ებრაული კულტურის ევროპულ დღეებზე ( ქრისტიან ურსი), ისრაელისთვის საქართველოში ებრაული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე (შაბთაი ცური), იერუსალიმში ისრაელის სახლის ფორუმის შეჯამებაზე (იციკ მოშე).
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (გუდიაშვილის ქ.7, კორპ. 3), ებრაული კულტურის ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება 5 სექტემბერს, 18 საათზე დაიწყება.
საკვანძო სიტყვები:

ამირან გამყრელიძე - კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე
13 აპრილი, 2021 , 16:40
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
13 აპრილი, 2021 , 13:34

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი
13 აპრილი, 2021 , 12:07

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება
13 აპრილი, 2021 , 11:13

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116
13 აპრილი, 2021 , 10:59

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
13 აპრილი, 2021 , 10:49