უახლესი ამბები
- 31.01.2023 15:25ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ
- 31.01.2023 15:14გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39 %-ით შემცირდა - შინაგან საქმეთა სამინისტრო
- 31.01.2023 13:53თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
- 31.01.2023 13:15კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
- 31.01.2023 13:0842 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
- 31.01.2023 11:342022 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელმა 10.1 პროცენტი შეადგინა - საქსტატი
არქივი
საზოგადოება


ხვალ თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნება
ხვალ, 13 მაისს, 11:45 სთ., თბილისში ქართველი შინდლერების მემორიალი გაიხსნება.
სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს ეწვია ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით.
ქართველი შინდლერების მემორიალი ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადგაშენებულ პარკში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით განთავსდა. ორგანიზაციის ინიციატივითვე, პარკში, 30-მეტრიან კედელზე მოიხატა ანა ფრანკის სურათი. „ისრაელის სახლის“ ინიციატივა თბილისის საკრებულოს წევრის რევაზ სოხაძის მხარდაჭერით განხორციელდა.
ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტში ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, პარლამენტარები, ისრაელის საელჩოს წარმომადგენელი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე, სტუმრები ისრაელიდან და ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.
მემორიალის გახსნის ცერემონიაზე გაიმართება „ისრაელის სახლის“ მიერ გამოცემული ბროშურის „ქართველი შინდლერები“ პრეზენტაცია.
„ისრაელის სახლის“ მიმართვის საფუძველზე აღნიშნულ პარკს ქართველი შინდლერების (სერგი მეტრეველი, მიხეილ კედია, გრიგოლ ფერაძე და სხვ.) სახელი მიენიჭება.
მემორიალის გახსნის ცერემონია გაიმართება ვარკეთილში, სესილია თაყაიშვილის ქუჩაზე (პოლიციის ადგილობრივი სამმართველოს მიმდებარედ).
სურვილის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლებს მოემსახურება ტრანსპორტი, რომელიც ვარკეთილის მიმართულებით 13 მაისს, 11 საათზე გავა სასტუმრო WYNDAM TBILISI GRAND-ის მიმდებარე ტერიტორიიდან. (მის: ლ. გუდიაშვილის ქუჩა N3).
ისრაელის დელეგაცია 14 მაისს სასტუმრო WYNDAM TBILISI GRAND-ში (ლ. გუდიაშვილის 3) დაესწრება წიგნის „სიონიზმი დინების წინააღმდეგ“ პრეზენტაციას. წიგნში მოთხრობილია საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა მასობრივ რეპატრიაციაზე (დიდი ალია) ისრაელში და ამ ისტორიულ პროცესში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე.
15 მაისს ისრაელელი სტუმრები ახმეტას ეწვევიან, სადაც ქალაქ რიშონ ლეციონთან დაძმობილების ხელშეკრულება გაფორმდება.
საკონტაქტო: 591206900, 555499611, გიორგი

თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს
31 იანვარი, 2023 , 13:53

კორუფციასთან ბრძოლის მხრივ საქართველო ბოლო 10 წელი სტაგნაციას განიცდის - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“
31 იანვარი, 2023 , 13:15
42 000 კილოგრამი კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
31 იანვარი, 2023 , 13:08
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნის ცერემონიაში
30 იანვარი, 2023 , 19:34

ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს და ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვრჩები - კობა ნაყოფია
30 იანვარი, 2023 , 19:15
ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს
30 იანვარი, 2023 , 18:28